პენსმა საქართველოში ამერიკული დროშა ააფრიალა - ეს რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს იწვევს - პრეზიდენტი პუტინი ჩავა აფხაზეთში - კონსტანტინ ზატულინი
02-08-2017, 03:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს სოხუმში ჩადის. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინ ზატულინი „კურიერთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, თბილისში ვიზიტისას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე ბევრი ისაუბრა, რასაც რუსეთი მხარს ვერ დაუჭერს.

 

 

„თუ გავითვალისწინებთ მაიკ პენსის ვიზიტს საქართველოში და მის განცხადებებს, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება, იმიტომ რომ პენსი როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, ბევრი ილაპარაკა საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეს ნიშნავს მცდელობას, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს საქართველო-აფხაზეთის ან საქართველო-ოსეთის საზღვარზე. ბატონი პენსი საუბრობდა საქართველოს მისწრაფებაზე გახდეს ნატოს წევრი, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დავუჭერთ მხარს, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე,” აცხადებს ზატულინი, რომელიც მიიჩნევს, რომ პენსმა საქართველოში „ამერიკული დროშა ააფრიალა.“

 

 

კონსტანტინ ზატულინის თქმით, მსგავსი ქმედებები რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს იწვევს და ამ შემთხვევაში, ეს პუტინის სოხუმში ვიზიტია.

 

 

„პენსმა საქართველოში ამერიკული დროშა ააფრიალა და მისი მაღალი რანგის ქართველი მასპინძლები ყველანაირად ცდილობდნენ მისი გულის მოგებას. ეს ყველაფერი კი რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს იწვევს მათ შორის პრეზიდენტის, აუცილებელი არ იყო ეს პრეზიდენტს გაეკეთებინა, თუმცა ასე გამოვიდა, რომ პრეზიდენტი პუტინი განახორციელებს ვიზიტს. პრეზიდენტი პუტინი ჩავა აფხაზეთში, ვფიქრობ გამონახავს დროს მოინახულოს იქ ჩვენი სამხედროები, თუ საჭირო გახდა აუხსნის აფხაზეთის მოსახლეობას რომ რუსეთთან დაკავშირებისა და რუსეთის აღიარების შემდეგ რატომ არ ემუქრება აფხაზეთს არაფერი,” განაცხადა კონსტანტინ ზატულინმა.

 

კომენტარები: 1
#1   N
      
მოგახრჩობენ გველებო. მაალე წაეთრევით აფხაზეთიდანაც და სამაჩაბლოდანაც.
2 აგვისტო 2017 08:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი