შს სამინისტროს ინდონეზიელი პოლიციელები ეწვივნენ
03-08-2017, 02:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდონეზიის რესპუბლიკის პოლიციის ეროვნული საბჭოს მდივანი, ბექტო სუპრაპტო, დელეგაციასთან ერთად, პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა.

 

 

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილე ინდონეზიის დელეგაციის წევრებს სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე, დაგეგმილ პროექტებსა და სიახლეებზე დეტალურად ესაუბრა. შალვა ხუციშვილმა ინდონეზიელი კოლეგების შეკითხვებსაც უპასუხა.

 

 

უწყების ინფორმაციით, სტუმრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს შსს-ში განხორციელებული რეფორმები და საკუთარ საპოლიციო სისტემაში მათი დანერგვის სურვილი გამოთქვეს.

 

 

„ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს შსს-ს აკადემიაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტში, ერთობლივი ოპერაციების ცენტრში, მომსახურებიის სააგენტოში და ქართველი სამართალდამცველების მუშაობის სპეციფიკის ადგილზე გაეცნენ.

 

 

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმების გაცნობა, როგორც საკანონმდებლო, ასევე, ინსტიტუციურ დონეზე", აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ დართავს ნებას უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა ქვეყნები ასეთ ნებართვას გასცემენ.

 

ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი