ვინ არიან ივანიშვილის კარზე შექმნილი ე.წ. საიდუმლო ჯგუფის წევრები და ვისგან იღებს ინფორმაციებს და რჩევებს მილიარდერი?!
21-04-2015, 01:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ბიძინა ივანიშვილის სასახლის კარზე არსებობს ,,სასტავი“, რომელიც ექსპრემიერს ცრუ ინფორმაციებს აწვდის და გამუდმებით ტვინს ურევს. ამ თემაზე გაზეთი ,,კვირის ქრონიკა“ წერს.


გამოცემის წყაროს ცნობით, მრჩევლების ჯგუფები, რომლებიც ექსპრემიერს ინფორმაციებს აწვდიან, საზოგადოება ,,2030“გადაცემის პროდუსერის, ვასილ მაღლაფერიძის მიერაა დაკომპლექტებული.


,,ეს არის ვასილ მაღლაფერიძის ე.წ. კლანი. ივანიშვილის კარზე მის მიერ შერჩეული ჯგუფები დღეს აქტიურად მუშაობენ. ვინ აკონტროლებს საზოგადოება ,,2030“-ს“ და ვინ იწვევს ამ გადაცემის წამყვანებს? ვასილ მაღლაფერიძე. რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილს სურვილი გაუჩნდა, თავის კარზე შეექმნა ე.წ. საიდუმლო ჯგუფები, რომელთაგანაც ათასგვარ ინფორმაციას მოისმენდა და რჩევებს მიიღებდა. ვინ დაუკომპლექტა ეს ჯგუფები? რა თქმა უნდა, ვასილ მაღლაფერიძემ, ადამიანმა, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას ძალიან კარგად ერგება. ამ ჯგუფების წევრები დადიან ივანიშვილის შუშის სასახლეში, ბოზობენ, ლაყბობენ და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. ბევრმაც გააკეთა მაყუთი ბიძინას ე.წ. მრჩევლობით“,- აცხადებს წყარო.


მისივე ინფორაციით, აღნიშნული ჯგუფის წევრები ბიძინა ივანიშვილს ურთიერთობას უფუჭებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთანაც.


ამასთან, წყარო აცხადებს, რომ ამჟამად ივანიშვილისა და კახა კალაძის შორის ურთიერთობის გაფუჭების პროცესი მიდის.


,,სასტავი“ შუშის სასახლის ბინადარს არწმუნებს, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის გადარჩენის შანსი მხოლოდ ლიბერალულ მიმართულებაშია და არა ირაკლი ღარიბაშვილში, კახი კალაძეში, ან იმ მიმართულებაში, რომელიც დღეს პარლამენტში ზის. სწორედ ამის გამო დასვა ვასილ მაღლაფერიძემ პარტია ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად ლიბერალი ირაკლი კობახიძე, რომელიც რას აკეთებს, არავინ იცის. სწორედ ამის გამო დასვა ,,2030“-ის წამყვანად ილიაუნის ლექტორი არჩილ გამზარდია და ასე შემდეგ“,- აცხადებს წყარო.


წყაროს თქმითვე, ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილმა მაღლაფერიძეს უფლება მისცა, ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ნაწილობივ დაეკომპლექტებინა.


ამავე წყაროს მტკიცებით, ივანიშვილის კარზე მაღლაფერიძე ჯერ ე.წ პროდასავლური არასამთავრობოების წყალობით მოხვდა, ხოლო შემდეგ ,,ჩაშვების“ პოლიტიკის გამოყენებით ექსპრემიერის ნდობა თვითონვე დაიმსახურა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი