კიმ ჩენ ინმა აშშ-ის ტერიტორიის, გუამის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტილება გადადო
14-08-2017, 23:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გუამის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტილება გადადო და განაცხადა, რომ ცოტა უფრო ხანგრძლივად დააკვირდება შეერთებული შტატების ქმედებებს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ყველა საშუალებით შეეცდება ომის თავიდან არიდებას.

 


დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მისი პირველი საჯარო გამოჩენისას, კიმ ჩენ ინმა ორშაბათს ჩრდილოეთ კორეის არმიის სამეთაურო შტაბის ინსპექტირება მოახდინა და განიხილა ოთხი რაკეტის აშშ-ის ტერიტორიაზე, გუამზე გაშვების გეგმა, იტყობინება „როიტერსი“ სახელმწიფო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით.

 


„მან განაცხადა, რომ იანკები [ამერიკელები] შეუპოვრად განაგრძობენ თავიანთ უკიდურესად სახიფათო უგუნურ ქმედებებს კორეის ნახევარკუნძულზე და მის მახლობლად, ამოწმებენ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის თავშეკავებულობის საზღვრებს, ეს უკანასკნელი მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც მან ეს უკვე გამოაცხადა“, აცხადებს ჩრდ. კორეის სახელმწიოფო მედია.

 


ფხენიანის გეგმებმა გუამის სიახლოვეს სარაკეტო დარტყმების თაობაზე რეგიონში დაძაბულობა გაზარდა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ქმედებებს განახორციელებდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ძე ინმა კი სამშაბათს თქვა, რომ სეულის თანხმობის გარეშე სამხედრო ქმედებები ვერ განხორციელდება და მისი მთავრობა ყველა საშუალებით შეეცდება ომის თავიდან აცილებას.

 


„კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო ქმედება მხოლოდ სამხრეთ კორეის მიერ შეიძლება იყოს გადაწყვეტილი და არავის სხვას არ შეუძლია სამხედრო ქმედების განხორციელება სამხრეთ კორეის თანხმობის გარეშე“, განაცხადა მუნმა თავის სიტყვაში, რომელიც ქვეყნის იაპონიის სამხედრო მმართველობისაგან გათავისუფლების 72-ე წლისთავზე წარმოთქვა.

 


„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა საშუალებით დაბოლოკოს ომი“, განაცხადა მუნმა.

 

 

კომენტარები: 2
#2   Dato
      
ციტატა: DONALD TRUAMP
კიმ ჩემისა არის გიჟი ოღონდ ნამდვილი.
ადრე ამბობდა ჩვენი ავსტრონავტი მზეზე დაჯდაო და მთელი ქვეყანა ზეიმობდა მერე ჩვენი ფეხბურთის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდაო და რა ვიცი რამდენი ერთი ჩამოვთვალო აქ არ დაეტევა , ეგ ტიპი სერიოზულად აფრენს და მაგის ერთი სიტყვა არაა დასაჯერებელი. მაგრამ ერთხელაც იქნება მოვა ის მგელი (ამერიკა) და შეჭამს მატყუარა კიმ ჩემისას!

პ.ს. მე უფრო დებილი მგონია და ავადმყოფი გონების მქონე - მათ ქვეყანაში ნორმალური ფსიქიატრები, რომ იყოს გამოკეტავდნენ ოთახში და უმკურნალებდნენ მთელი მისი დარჩენილი ღორმუცელა ცხოვრების განმავლობაში..

პ.ს. მე უფრო დებილი მგონია და ავადმყოფი გონების მქონე - მათ ქვეყანაში ნორმალური ფსიქიატრები, რომ იყოს გამოკეტავდნენ ოთახში და უმკურნალებდნენ მთელი მისი დარჩენილი ღორმუცელა ცხოვრების განმავლობაში..
17 აგვისტო 2017 00:37
#1   DONALD TRUAMP
      
კიმ ჩემისა არის გიჟი ოღონდ ნამდვილი.
ადრე ამბობდა ჩვენი ავსტრონავტი მზეზე დაჯდაო და მთელი ქვეყანა ზეიმობდა მერე ჩვენი ფეხბურთის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდაო და რა ვიცი რამდენი ერთი ჩამოვთვალო აქ არ დაეტევა , ეგ ტიპი სერიოზულად აფრენს და მაგის ერთი სიტყვა არაა დასაჯერებელი. მაგრამ ერთხელაც იქნება მოვა ის მგელი (ამერიკა) და შეჭამს მატყუარა კიმ ჩემისას!
15 აგვისტო 2017 16:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი