პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში ფურგონის ხალხის მასაში შევარდნას მსხვერპლი მოჰყვა
17-08-2017, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარ ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ მცირე 1 ადამიანი და დაზიანებები აქვს მიღებული ათეულობით სხვას. 

 

 

ესპანეთის ქალაქ ბარსელონას ცენტრში მიკროავტობუსი ხალხის ჯგუფში შევარდა.

 

 

ინციდენტი ტურისტულ ზონაში, რამბლასში მოხდა. ამ დროისთვის სავარაუდო ტერორისტი დაკავებულია. 

 

 

 

 

დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავებამდე ესპანური მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერდა, რომ ინციდენტის რაიონში სროლების ხმა ისმოდა. სხვა ცნობის თანახმად, ორ შეიარაღებულ მამაკაცს ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მძევლები ჰყავდა აყვანილი.

 

 

 

 

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს რომ ხალხი პანიკაშია და აქეთ-იქეთ გარბის.

 

 

გაზეთი „ელ პაისი“ წერს, რომ ხალხისთვის ფურგონის შეჯახების შემდეგ მძღოლი ფეხით გაიქცა.

 

 

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTVE-ს მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ სამი ადამიანი ქუჩაში ასფალტზე წევს და მათ პოლიცია ეხმარება.

 

 

დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის არ სახელდება, თუმცა El Periodico-ს ინფორმაციით დაზიანებები სულ მცირე 32 ადამიანს აქვს მიღებული. ადგილზე პოლიციასთან ერთად სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც არიან მობილიზებული. 

 

 

„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, პოლიციამ ინციდენტის მიმდებარე ტერიტორია კორდონებით შემოსაზღვრა და ფართო ქუჩის მაღაზიები დაკეტა. მათ ხალხს მოუწოდეს მოერიდონ მიმდებარე ადგილებს. ოპერაციაში ვერტმფრენია ჩართული.

 

 

რამბლასი ბარსელონაში ტურისტების მთავარი თავშეყრის ადგილია და იქ უმეტესად ხალხმრავლობაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი