ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარმა სტრატეგმა, სტივ ბანონმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამ წუთებში აშშ-ის მედია ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს არის ბანონის და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ჯონ კელის პარასკევს მიღებული ორმხრივი გადაწყვეტილება.
„თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯონ კელი და სტივ ბანონი შეთანხმდნენ, რომ დღეს სტივის ბოლო დღე იქნება მის თანამდებობაზე. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ მის მიერ გაწეული სამსახურისთვის და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ“, განაცხადა სანდერსმა.
ბანონი, მემარჯვენე ფრთის ნაციონალისტი და Breitbart.com-ის ყოფილი თავკაცი ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარი არქიტექტორი იყო და მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის 2016 წლის არჩევნებში „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვებაში. მაგრამ მას თეთრ სახლში გავლენის მოსაპოვებლად მის მოწინააღმდეგე მრჩევლებთან და ტრამპის ოჯახთან უწევდა ბრძოლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.