ტრამპის მთავარმა სტრატეგმა, სტივ ბანონმა პოსტიდან წასვლის შემდეგ განაცხადა: „მე ვტოვებ თეთრ სახლს და მივდივარ ტრამპის ოპონენტების წინააღმდეგ ომში“
19-08-2017, 08:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარმა სტრატეგმა, სტივ ბანონმა თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ უბრუნდება თავის უწინდელ საქმიანობას მის მიერ დაფუძნებულ Breitbart-ში, ულტრა-კონსერვატიულ მედიასაშუალებაში და ყველა ფლანგზე იწყებს „ომს, ტრამპის ოპონენტების წინააღმდეგ“.

 


„მე ვტოვებ თეთრ სახლს და მივდივარ ტრამპის ოპონენტების წინააღმდეგ ომში - Capitol Hill-ზე (კონგრესში), მედიაში და მთელ ამერიკაში“, განაცხადა ბანონმა, რომელმაც დასძინა, რომ კვლავ „ხელთ უპყრია მისი იარაღი Breitbart-ის სახით“, რომლის მკითხველთა რაოდენობამ და სარეკლამო შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, როგორც ამას ბრიტანული „გარდიანი“ წერს.

 

 

ბანონის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა პარასკევს გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს არის ბანონის და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ჯონ კელის მიერ მიღებული ორმხრივი გადაწყვეტილება.

 


„თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯონ კელი და სტივ ბანონი შეთანხმდნენ, რომ დღეს სტივის ბოლო დღე იქნება მის თანამდებობაზე. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ მის მიერ გაწეული სამსახურისთვის და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ“, განაცხადა სანდერსმა.

 

 

63 წლის ბანონი, მემარჯვენე ფრთის ნაციონალისტი და Breitbart.com-ის ყოფილი და აწ უკვე ისევ თავკაცი, ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარი არქიტექტორი იყო და მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის 2016 წლის არჩევნებში „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვებაში. მისი დახმარებით შეიქმნა ტრამპის საარჩევნო გზავნილი -„ამერიკა - უპირველეს ყოვლისა“, მაგრამ მას თეთრ სახლში გავლენის მოსაპოვებლად მის მოწინააღმდეგე მრჩევლებთან და ტრამპის ოჯახთან უწევდა ბრძოლა.

 


ის უკანასკნელი მაღალი ცნობადობის და გავლენის მქონე ფიგურაა, რომელიც თეთრი სახლის გუნდს ჩამოაშორეს მას შემდეგ, რაც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკლ ფლინმა, პრესმდივანმა შონ სპაისერმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რენს პრიბუსმა და კომუნიკაციების დირექტორმა ანტონი სკარამუჩიმ თანამდებობები დატოვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი