ერაყის ლიდერმა „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში მყოფ ტალ აფარზე სახმელეთო იერიშის წამოწყების ბრძანება გასცა
20-08-2017, 00:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერაყის სახმელეთო ძალებმა ტალ აფარის, „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების კონტროლის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ბოლო ქალაქის, ხელახლა აღების ოპერაცია დაიწყო, რასაც წინ უძღოდა ერაყის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ტალ აფარში ჯიჰადისტების ჯგუფის დაბომბვა.

 


როგორც BBC იუწყება, იერიშის წამოწყების შესახებ შუაღამისას გადაცემულ სატელევიზიო სიტყვაში პრემიერ მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ ჯიჰადისტებს არჩევანი „დანებებასა ან სიკვდილს“ შორის აქვთ.

 


კვირას, შავ სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა და ერაყის დროშის და ქვეყნის რუკის წინ მდგომმა აბადიმ „ტალ აფარის გათავისუფლების ოპერაციის დაწყება“ გამოაცხადა.

 


„მე ვეუბნები დაეშს [ისლამური სახელმწიფო], რომ არ არსებობს სხვა არჩევანი, ვიდრე დანებება ან სიკვდილია“, განაცხადა მან.

 


პრემიერ მინისტრმა თავისი სიტყვა ერაყის ჯარებისადმი მიმართვით დაასრულა: „მთელი მსოფლიო თქვენთან არის“.

 


აბადის მიერ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე, ერაყის საჰაერო ძალებმა ქალაქში პროკლამაციები ჩამოყარეს, სადაც ადამიანებს უკანასკნელი იერიშისთვის „მზადებისკენ“ მოუწოდებენ.

 


„ბრძოლა გარდაუვალია და გამარჯვება მოახლოებული - ღმერთის წყალობით“, წერია პროკლამაციებში.

 

 

ტალ აფარი „ისლმაური სახელმწიფოს“ საყრდენი ჩრდილოეთ ერაყში ივლისში, მას შემდეგ გახდა, რაც ერაყის მთავრობამ გამარჯვება გამოაცხადა მოსულში, 55 კილომეტრით აღმოსავლეთისკენ.

 


გაეროს ცნობების მიხედვით, ათასობით მოსახლემ უკვე დატოვა ქალაქი.

 


ტალ აფარი, სადაც 200,000 მცხოვრების უმეტესი ნაწილი შიიტი მუსლიმი იყო, სანამ ჯიჰადისტები დაისაკუთრებდნენ ქალაქს, მოსულის და სირიის საზღვარს შორის მთავარ გამყოფ გზაზე მდებარეობს, რომელიც ერთ დროს ჯიჰადისტების მთავარი მომმარაგებელი გახლდათ.

 


2016 წლის ნოემბერში, მოსულის თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ, ჰაშდ ალ-შააბის ჯარმა ქალაქის სამხრეთით მდებარე საავიაციო ბაზა აიღო.

 


ფედერალური პოლიციის ლეიტენანტმა რაედ შაკირ ჯავდათმა განიხილა ქალაქის ორშაბათს აღების გეგმები. მან დაამატა, რომ აღჭურვილი და ელიტური დანაყოფები „საბრძოლო პოზიციებს იკავებდნენ“.

 


სახალხო მობილიზაციის წარმომადგენელმა აჰმედ ალ-ასადიმ სამშაბათს AFP-ის ახალი ამბების სააგენტოსთან განაცხადა, რომ მეთაურები პოლიციის და ჯარის ქვედანაყოფებს შეხვდნენ, რომ „განეხილათ ტალ აფარის გათავისუფლების გეგმა“.

 


მიუხედავად იმისა, რომ ერაყის და შეერთებული შტატების საჰაერო დაბომბვები ბოლო დღეებში გაძლიერებული იყო და სამიზნე ისლამური სახელმწიფოს შტაბი, გვირაბები და იარღის საწყობები იყო, პრემიერ მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადი ქალაქზე თავდასხმას დაწყებულად არ აცხადებდა.

 


გასულ თვეს, ერაყის უმცროსმა მეთაურმა, რომელიც ერთ დროს ტალ აფარის მერი გახლდათ, განაცხადა, რომ 1,500-დან 2,000-მდე მებრძოლი და მათი ოჯახები იმყოფებოდნენ ქალქში.

 


გენერალ-მაიორმა ნაჯიმ ალ-ჯაბოურიმ „როიტერსთან“ საუბრისას გნაცხადა, რომ ჯიჰადისტები „დაქანცულნი და დემორალიზებულნი“ იყვნენ და არ ელოდნენ ისეთ წინააღმდეგობას, როგორიც მოსულის დროს იყო. ეს უკანასკნელი გაგრძელდა ცხრა თვე და ამან ერაყს მძიმე საფასურიც გადაახდევინა.

 


მან ტალ აფარის ტერიტორიას ჯარისკაცებისთვის „ხელსაყრელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ქალაქის მხოლოდ ერთ მხარეში იყო ვიწრო ქუჩები, რომლებიც მოსულის ძველ ქალაქში მდებარე ქუჩებს ჰგავს. როგორც ვარაუდობენ, მოსახლეობის მცირე რაოდენობა დარჩა ტალ აფარში, საიდანაც აპრილიდან დღემდე 49,000 მოსახლე გამოიყვანეს.

 


გაეროს ჰუმანიტარული სამსახურის კოორდინატორმა ლიზა გრანდემ ტალ აფარის ვითარება დაახასიათა როგორც „ძალიან რთული“, საჭმლის და წყლის ნაკლებობით, და აღნიშნა, რომ მოსახლეობას უსაფრთხო ადგილამდე მისაღწევად 20 საათი უნდა ევლო.

 


მეზობელმა თურქეთმა აღნიშნა, რომ ტალ აფარის ოპერაციას თვალყურს ახლოდან ადევნებს. ქალაქში ადრე საკმაოდ ბევრი თურქი ცხოვრობდა და თურქი ოფიციალური პირები დარდობენ იმაზე, რომ ქალაქის ერაყის ხელში ჩაგდების მერე ისინი ვეღარ შეძლებენ ტალ აფარში დაბრუნებას.

 


ტალ აფარის გარდა, „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს ჰავიჯას გარშემო მდებარე ტერიტორიას და ასევე ტერიტორიას ანადან ალ-ქაიმამდე.

 


ოთხშაბათს, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 5 თვითმკვლელმა, რომლებიც ბომბებით იყვნენ აღჭურვილნი, შვიდი დაცვის სამსახურის თანამშრომელი შეიწირეს ბაიჯის რეგიონში, 175 კილომეტრის მოშორებით ტალ აფარიდან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი