ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა ჩრდილოეთ იაპონიის თავზე გაუშვა, რასაც იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ „უპრეცედენტო“ საფრთხე უწოდა მისი ქვეყნისათვის.
როგორც BBC იუწყება, რაკეტამ, რომელიც კორეული დროით სამშაბათს, გამთენიისას იქნა გაშვებული, ჰოკაიდოს კუნძულზე გადაიფრინა, სანამ ნამსხვრევებად იქცეოდა და ზღვაში დაეშვებოდა.
მოელიან, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო საპასუხოდ საგანგებო შეხვედრას გამართავს.
ორი ადრინდელი შემთხვევისას, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე რაკეტები 1998 წელს და 2009 წელს გაუშვა.
სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ რაკეტა აღმოსავლეთის მიმართულებით, ადგილობრივი დროით, 06:00 საათამდე, ჩრდილოეთის დედაქალაქ ფხენიანის სიახლოვიდან იქნა გაშვებული, რაც იშვიათობაა.
რაკეტის გაშვების ადრინდელი ანალიზის მიხედვით, რაკეტამ 2,700კმ-ზე მეტი მანძილი იფრინა;
მიაღწია მაქსიმუმ 550კმ სიმაღლეს, უფრო დაბალ ნიშნულს, ვიდრე წინა ჩრდილო კორეულმა რაკეტებმა მიაღწიეს;
ჩავარდა წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, იაპონიის სანაპიროდან 1, 180კმ-ის მოშორებით, მას შემდეგ რაც სამ ნაწილად დაიმსხვრა.
იაპონელების მხრიდან რაკეტის ჩამოგდების ძალისხმევა არ ყოფილა გამოხატული, მაგრამ მან უსაფრთხოების გაფრთხილება გამოსცა და ჰოკაიდოში თავის მოქალაქეებს მოუწოდა თავშესაფრებში, „მტკიცე შენობებსა ან სარდაფებში“ შესულიყვნენ.
ჰოკაიდოში ამჟამად ამერიკული და იაპონური ძალლები სამხედრო წვრთნებს გადიან.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ძე-ინმა რაკეტის გაშვების საპასუხოდ „აურაცხელი“ სამხედრო ძალების ჩვენების განკარგულება გამოსცა. ოთხი სამხრეთ კორეული საბრძოლო თვითმფრინავი იქნება ჩართული სამშაბათს, დაბომბვების წვრთნებში.
იაპონიის პრემიერ მინისტრმა აბემ განაცხადა, რომ იგი ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ორივე შეთანხმდა ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის გაზრდის თაობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.