უკრაინის პარლამენტის წევრის, იური დერევიანკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს.
დეპუტატის თქმით, პოლიციაში დავით სააკაშვილისთვის ადმინისტრაციული დარღვევის, ჯარიმის შესახებ პროტოკოლისა და ასევე გარკვეულ პერიოდში უკრაინის დატოვების შესახებ დოკუმენტის გადაცემა სურდათ.
სააკაშვილის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა უკრაინის შს სამინისტრომ.
უკრაინის შს სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის, არტიომ შევჩენკოს თქმით, დავით სააკაშვილმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, ვინაიდან მისი ბინადრობის უფლება მიმდინარე წლის მარტში გაუქმდა.
„ჩვენ არ დაგვიკავებია დავით სააკაშვილი. კიევის ეროვნულმა პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის მიყვანა საიმიგრაციო სამსახურის ორგანოებში.... დავით სააკაშვილი ინფორმირებული იყო უკრაინაში ცხოვრების საფუძვლის არქონის შესახებ, თუმცა, მან დადგენილ ვადაში არ დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და უკრაინაში არაკანონიერად იმყოფებოდა", განაცხადა შევჩენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.