რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის მიერ სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს და ვაშინგტონსა და ნიუ იორკში საკონსულო ობიექტების დახურვის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არის რუსეთის კუთვნილი ქონების ხელყოფა და აღნიშნა, რომ მიმართავენ სასამართლოს.
„შევხედავთ, როგორ ეფექტურად იმუშავებს ნაქები ამერიკული სასამართლო სისტემა“, განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე.
პუტინი პრესკონფერენციას სამხრეთ ჩინეთის ქალაქ სიამენში „ბრიკსის“ (ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა) სამიტის ფარგლებში მართავს. სამიტში აღნიშნული ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ.
პუტინმა თქვა, რომ ოთხშაბათს სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერებს შეხვდება და ჩრდილოეთ კორეის საკითხზე მათთან მოლაპარაკებებს გამართავს.
რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.