სანდრო ბრეგაძე: მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას მოვახდენთ, არ შევუშვებთ მინისტრებს და 500-კაციან სასიკვდილო შიმშილობას დავიწყებთ
11-09-2017, 05:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

„ქართული მარში" მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. მოძრაობის წევრები მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებასა და 500-კაციანი „სასიკვდილო შიმშილობის" დაწყებასაც გეგმავენ.

 


„ქართული მარშის" წევრები მოითხოვენ, ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა კანონში აისახოს. ისინი ხელისუფლებას აღნიშნული მოთხოვნის შესასრულებლად ერთ კვირას აძლევენ.

 

 

„ხვალ, 18:00 საათზე, რუსთაველის მეტროდან მსვლელობა დაიწყება „ღია საზოგადოება - საქართველოს” ოფისისკენ, სადაც აქცია ჩატარდება. ამის შემდეგ მსვლელობით გადავინაცვლებთ კახა კალაძის წინასაარჩევნო შტაბთან და მოვახდენთ მის პიკეტირებას. ხელისუფლებამ ჩაიდინა ავაზაკობა, პირობა დაარღვია. ახლა მოტყუებით ცდილობს საკუთარი შეხედულებით გასცეს მიწა უცხოელებზე. ჩვენ ღალატში ვადანაშაულებთ ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძეს, ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელს ვანო ზარდიაშვილს, ასევე მამუკა მდინარაძეს, დავით საგანელიძეს. ჩვენი ზომები იქნება რადიკალური. ერთი კვირის განმავლობაში დავგეგმავთ აქციას აღმაშენებლის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე, სადაც შენობის პიკეტირებას მოვახდენთ, არ შევუშვებთ მინისტრებს და 500-კაციან სასიკვდილო შიმშილობას დავიწყებთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კალაძე მოწინააღმდეგეა მიწის გასხვისების უცხოელებზე. ხვალ გასამართ აქციაზე ჩვენ შევეცდებით გავესაუბროთ კალაძეს და თუ ასეა, მაშინ მან ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევეცდებით არჩევნების ჩაშლას, რათა ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ არ მოატყუოს ქართველი ხალხი”, განაცხადა „ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

კომენტარები: 1
#1   Maxcek
      
18 იანვარი 2021 13:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი