კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმამდე 3 კვირით ადრე ბარსელონაში მილიონიანი დემონსტრაცია გაიმართა
13-09-2017, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასი ათასობით კატალონიელი შეიკრიბა ბარსელონაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მხარდასაჭერად. ქალაქის ქუჩები წითელ და ყვითელფერებიან დროშებში იყო ჩაფლული დაგეგმილ კენჭისყრამდე 3 კვირით ადრე - რომელიც ესპანეთის მთავრობამ არაკანონიერად მიიჩნია.

 


როგორც BBC წერს, საკუთარი ენის და ტრადიციების ქონის გამო, კატალონიას უკვე აქვს საკმაო ავტონომია, მაგრამ ესპანეთის ამ ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეგიონში ფართოდაა იმის განცდა, რომ გადასახადებისაგან მიღებული შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილი მადრიდში მიდის.

 


პროტესტში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ აქტივისტების რაოდენობა მილიონზე მეტი იყო, თუმცა ესპანეთის მთავრობამ, დაეთანხმა რა ადგილობრივ მედიას, განაცხადა, რომ მათი რიცხვი მილიონზე გაცილებით ნაკლები იყო.

 


ესპანეთის ეკონომიკა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კრიზისული მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა - ქრონიკული უმუშევრობის ჩათვლით - რამაც კატალონიის დამოუკიდებლობისთვის სწრაფვა გააძლიერა.

 


ამ დღეებში ესპანეთის პოლიციამ რეიდი ჩაატარა რამდენიმე კატალონიურ სტამბაში, სადაც ეჭვი ჰქონდათ, რომ რეფერენდუმისთვის მასალებს ამზადებდნენ.

 


როგორც BBC იუწყება, ბარსელონას ქუჩები გადატენილი იყო ხალხით. მომიტინგე კატალონიელთა ქალაქში ჩაყვანა დაახლოებით 2 ათასმა ავტობუსმა უზრუნველყო.

 

 

 

 


ქალაქის პოლიციამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აქციაში „მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა“.

 


ბარსელონაში შეკრებილებს, რომელთაგან ძალზე ბევრს ნაციონალურ ფერებში გადაწყვეტილი მაისურები ეცვათ, იმედი აქვთ დამოუკიდებლობის მოპოვებისა, იმის მიუხედავად, რომ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი კანონიერად დაბლოკა.

 


კატალონიის დამოუკიდებლობა ამ მძიმე საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტს.

 


25 წლის ლაურა ალბერჩმა AFP-ს ახალი ამბების სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა: „ჩვენ 21-ე საუკუნეში ვართ და გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი არაკანონიერია, 40 წლის წინანდელია. დრო იცვლება“.

 


20 წლის ანა კომელასმა განაცხადა: „დრო მიდის და ჩვენ ვხვდებით, რომ ესპანეთში ყოფნა გვნებს“.

 


2014 წლის ნოემბერში კატალონიამ არაოფიციალური „კონსულტაცია“ ჩაატარა დამოუკიდებლობის მიღებასთან დაკავშირებით - და მასში მონაწილეთა 80%-მა მხარი დაუჭირა მას, თუმცა გამომდინარე იქედან რომ ხმის მიმცემთა რაოდენობა ძალზე დაბალი იყო და ხმის მიცემა კანონიერი ძალა არ გააჩნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კენჭისყრაც არაკანონიერად მიიჩნია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი