რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნენეცკის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელი იგორ კოშინი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ინფორმაციას კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა კოშინის გათავისუფლების გადაწყვეტილება მისი პირადი თხოვნის საფუძველზე მიიღო. ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ციბულსკი დაინიშნა.
უფრო ადრე პრეზიდენტმა პოსტებიდან გაათავისუფლა სამარის ოლქის გუბერნატორი ნიკოლაი მერკუშკინი და ნიჟეგოროდის ოლქის ხელმძღვანელი ვალერი შანცევი. პოსტებიდან წავიდნენ ასევე კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი ვიქტორ ტოლოკონსკი და დაღესტანის ხელმძღვანელი რამაზან აბდულატიპოვი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.