რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დააკმაყოფილა დაღესტნის ხელმძღვანელის, რამზან აბდულატიპოვის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ფრაქცია „ედინაია რასიას“ თავმჯდომარე ვლადიმერ ვასილიევი დანიშნა. ინფორმაციას კრემლის ვებგვერდი ავრცელებს.
პუტინმა ვასილიევთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მან სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერს „პოლიტიკურად მძიმეწონოსანი“ უწოდა, რომელიც მისი თქმით, ახლა რესპუბლიკას სჭირდება, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
„ეს ძალიან ლამაზი რესპუბლიკაა და მისი სილამაზე არა მხოლოდ ბუნებაშია, არამედ, პირველ რიგში ადამიანებში, რომლებიც იქ ცხოვრობენ“, აღნიშნა პრეზიდენტმა.
პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ვასილიევს დაღესტნის ხელმძღვანელის პოსტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სათათბიროში მიღებული თავისი საუკეთესო გამოცდილების გამოვლენის საშუალება მიეცემა.
თავის მხრივ, ვასილიევმა დასძინა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა პრეზიდენტმა მიღებული გადაწყვეტილება არ ინანოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.