სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ იგი არასოდეს განიხილავდა მისი თანამდებობის დატოვებას და დაადასტურა მისი ერთგულება პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგისადმი, ოთხშაბათ დილით გაკეთებულ განცხადებაში.
ტილერსონმა NBC-ის ახალი ამბების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა იმის შესახებ, რომ თითქოს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს უნდა გადაეთქმევინებინა მისთვის გადადგომა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებაც მან ამ ზაფხულზე ბოისკაუტების შეკრებაზე ტრამპის უაღრესად პოლიტიზებულ სიტყვის გამო მიიღო. ტილერსონი ორგანიზაციის ყოფილი ეროვნული პრეზიდენტია.
NBC-მ ასევე განაცხადა, რომ სიტყვის შემდეგ ტილერსონმა ტრამპს „დებილი“ უწოდა.
„ვიცე-პრეზიდენტს არასოდეს დასჭირვებია ჩემი დარწმუნება იმაში, რომ დავრჩენილიყავი სახელმწიფო მდივნის პოსტზე, რადგან მე არასოდეს განმიხილავს ამ თანამდებობის დატოვება“, განაცხადა ტილერსონმა.
როდესაც მას ჰკითხეს, უწოდა თუ არა მან პრეზიდენტს „დებილი“, ტილერსონს არ მოუხდენია ამის უარყოფა. მან განაცხადა: „მე ამგვარი წვრილმანი რაღაცების განხილვას არ ვაპირებ“.
ტილერსონის განცხადების შემდეგ CNN-მა გადმოსცა, რომ მან თავისის წყაროების მეშვეობით დადასტურებული ინფორმაცია მიიღო, რომ ზუსტი ფრაზა რაც სახელმწიფო მდივანმა გამოიყენა “f***ing moron“-ი იყო (მოტყ....ი დებილი).
გასულ კვირას, მას შემდეგ რაც ტილერსონმა ინტერვიუში გაამჟღავნა, რომ შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან საიდუმლო კომუნიკაციის დამყარებას ცდილობდა, ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ მისი „ჩინებული“ სახელმწიფო მდივანი ფხენიანთან საუბრით დროს ტყუილუბრალოდ კარგავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.