ესპანეთის პრემიერ მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კატალონიას ავტონომია შეუჩერდეს
08-10-2017, 09:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კატალონიის მიერ ნებისმიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას შედეგი არ ექნება, გააფრთხილა რეგიონის ლიდერები ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, მარიანო რაჰოიმ და დაამატა, რომ იგი არ გამორიცხავს კატალონიისთვის ავტონომიის შეჩერებას.

 


როგორც BBC იუწყება, გაზეთ „ელ პაისთან“ ინტერვიუში, რაჰოიმ უარყო რაიმე შუამავლობა კრიზისის დასაძლევად.

 

 

 


უფრო ადრე, ქვეყნის გასწვრივ, ესპანეთის ერთიანობის მხარდასაჭერ დემონსტრაციაზე, რაც კვირას, 1-ელ ოქტომბერს, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისადმი პასუხი იყო, ათასობით ადამიანი გამოვიდა.

 


„ელ პაისთან“ ინტერვიუში რაჰოიმ განაცხადა: „მთავრობა უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი დამოუკიდებლობის დეკლარაცია არაფრის მომტანი იქნება“.

 


შეკითხვაზე - არის თუ არა მზად გამოიყენოს ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც ნებას რთავს ეროვნულ პარლამენტს ჩაერიოს ავტონომიური რეგიონის მმართველობაში - რაჰოიმ უპასუხა: „მე აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ ნებისმიერ ისეთ რამეს, რაც კანონით არის ნებადართული“.

 


პრემიერ მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მზარდი პოლიტიკური კრიზისის გამო, იგი ნაადრევად არ დანიშნავს ეროვნულ არჩევნებს.

 


მას შემდეგ, რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ორშაბათს დაგეგმილი სესია შეაჩერა, მოელიან, რომ კატალონიის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოს სამშაბათს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მიმართავს.

 


გამოითქმის ვარაუდები, რომ პარლამენტი ცალმხრივად გამოაცხადებს დამოუკიდებლობას.

 


ამასობაში კი კატალონიის ყოფილმა ლიდერმა, არტუს მასმა, გაზეთ „ფაინენშალ თაიმსს“ განუცხადა, რომ რეგიონი ჯერჯერობით არ არის მზად რეალური დამოუკიდებლობისთვის - მიუხედავად იმისა, რომ მასაც სჯერა, რომ კატალონიას გამოყოფის სრული უფლება აქვს და მან ეს უფლება რეფერენდუმით მოიპოვა.

 

 

კვირას, 1-ელ ოქტომბერს გამართული ხრეფერენდუმის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა 2.2 მილიონმა ადამიანმა მიიღო და კატალონიის დამოუკიდებლობას ხმა მონაწილეთა 90%-მა მისცა, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ გამოქვეყნებული არაა.

 

 

კვირას გამართული აქციის დროს, ხმის მიცემის პუნქტებში პოლიცია შეიჭრა, ბიულეტენების ყუთების წაღება და ხალხის დაშლა სცადა, რის შედეგადაც ასობით აქტივისტმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები.

 

 

ესპანეთის მთავრობა უარს ამბობს კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე. კატალონიელი ლიდერების თქმით, მათ სჭირდებათ საერთაშორისო შუამავლობა და სთხოვენ ევროკავშირს, ჩაერიოს ამ დაპირისპირებაში.

 

 

კატალონია რიცხვებში:

 

  • ესპანეთის მოსახლეობის 16% კატალონიაში ცხოვრობს.
  • კატალონიას ესპანეთის ექსპორტის 25.6% უკავია.
  • კატალონიაზე ესპანეთის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 19% მოდის.
  • კატალონიაზე უცხოური ინვესტიციების 20.7% მოდის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი