პრემიერ მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული 25 გმირის ოჯახებს მიუსამძიმრა
17-10-2017, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთში ძმათამკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი; მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე გააკეთა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

 


„დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, 25 გმირის ნეშტი მივაბაროთ შესაბამისი პატივით მიწას. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათმა ოჯახებმა არ იცოდნენ, თუ სად იყო დაკრძალული მათი ოჯახის წევრების ნეშტი. 24 წლის წინ, 27 სექტემბერს ისინი დახვრიტეს და მინდა, მივუსამძიმრო თითოეული მათგანის ოჯახს, მათ ახლობლებს, მთელს საქართველოს.

 


მათ შორის არის სოხუმის მაშინდელი მერი გურამ გაბესკირია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული, ასევე არის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, რომელიც წარვადგინეთ ეროვნული გმირის წოდებაზე; ხოლო 9 მათგანი წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე.

 


მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელთა აქტიური მონაწილეობითაც მოხერხდა ნეშტების პოვნა და გადმოსვენება. დღეისთვის უკვე 135 უგზო-უკვლოდ დაკარგულის ნეშტია აღმოჩენილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომელიც არსებობს მოსახლეობაში, მიწოდებული იქნას ამ ორგანიზაციისთვის, რომელსაც გააჩნია კონფიდენციალობის დაცვის უფლება. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებმა შეძლონ თავიანთი წევრების პატივით დაკრძალვა, როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების.

 


მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო აფხაზურ მხარეს ამ პროცესში დახმარებისთვის.

 


საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ამ ძმათამკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე.

 


დარწმუნებული ვარ, გარდაუვალია ის, რომ ჩვენ, ქართველები აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერ მინისტრი სამოქალაქო პანაშვიდზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი