თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები ზაქარია ქუცნაშვილმა გაუყალბა
24-10-2017, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ კი, ზაქარია ქუცნაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაუყალბა.

 

 

მეჭიაური სარჩელს ამზადებს და იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, გაუქმებული ბიულეტენები ხელახლა დაითვალეს.

 

 

„ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ის განკარგულება, რომელი განკარულებითაც, არარსებული ბიულეტებენი დაუმატეს, ეს გაუქმდეს", განუცხადა მეჭიაურმა „რუსთავი 2"-ს.

 

 

„ქართული ოცნების" იმ ნაწილმა გამიყალბა, უფრო ქუნცაშვილთანაა საქმე, შეიძლება აქაც ეხმარებოდა ვინმე, მაგრამ თუ გადავხედავთ იმას, რომ „ქართული ოცნების" ნაწილმა მისგან გამიჯვნა უკვე დაიწყო და პრივატულში კიდევ უფრო ბევრმა, ვიდრე ოფიციალურად, აქ მისი გადარჩენის ინსტინქტი მუშაობს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიბინძურეში არის გასვრილი. თუ არ გაემიჯნებიან ქუცნაშვილს, მაშინ ჩავთვლი სამართლიანად, რომ „ქართული ოცნების“ კრებსითი სახე არის ქუცნაშვილი და ჩემთვის ნებისმიერი არის ქუცნაშვილი. შესაბამისად, ჩემი ურთიერთობა მათთან, როგორც მეგობებთან, შეწყდება", განაცხადა თამაზ მეჭიაურმა, რომლმაც ასევე ჟინვალის გზაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებზე, მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მეჭიაურის ინფორმაციით, ორივე პირი თიანეთში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა და თავდასხმამდე მის შტაბში იმყოფებოდა.

 

 

მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მისი დაშინების მცდელობას უკავშირდებოდეს.

 

 

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ კავშირში იყოს და ვერც დავადასტურებ, რომ ასეა. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი ერთმანეთს", აცხადებს მეჭიაური.

 

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 22 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც თიანეთში არსებული 20 საარჩევნო უბნიდან 20-ვე უბნის შედეგები დაითვალა, გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს თამაზ მეჭიაური ამარცხებდა. ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დღის განმავლობაში, რამდენიმე საათი იყო ხელმისაწვდომი, მეჭიაურმა 50.01%(3077 ხმა) ქიტესაშვილმა კი, 49.99%(3076 ხმა) მიიღო. 

 

 

მოგვიანებით, ცესკო-ს მონაცემები შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა მეჭიაური დაამარცხა. ახალი შედეგეგბის მიხედვით, ქიტესაშვილი 50,3%-ით(3081 ხმა) პირველ ადგილზე იყო, ხოლო მეჭიაურს ამომრჩეველთა 49,97%-მა(3077 ხმა) დაუჭირა მხარი.

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ თიანეთში მერობის კანდიდატებს შორის სხვაობა ის ხუთი ხმა იყო, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი და თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით აღდგა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი