დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან „მნიშვნელოვანი“ შეხვედრა დაანონსა
03-11-2017, 08:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

 


„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. შესაძლოა გვქონდეს პუტინთან შეხვედრა... ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ უკრაინაზე“, განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია „Fox News“-სთან ინტერვიუში.

 


აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტი ვიეტნამის სანაპირო ქალაქ და-ნანგში 6-11 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები.

 


უფრო ადრე, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გერბერტ მაკმასტერმა განაცხადა, რომ პუტინის და ტრამპის შეხვედრის საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ანალოგიური კომენტარი გააკეთა პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც. მან თქვა, რომ ლიდერების შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე ამ დროისთვის სიცხადე არ არსებობს.

 


ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ივლისში, გერმანიაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი