საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა სალმანმა ირანს „პირდაპირ სამხედრო აგრესიასა“ და „საომარი ქმედების“ განხორციელებაში დასდო ბრალი
07-11-2017, 17:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ირანს იემენისთვის რაკეტების მიწოდებასა და „პირდაპირი სამხედრო აგრესიის“ განხორციელებაში დასდო ბრალი.

 


„ეს შესაძლოა, მიჩნეული იყოს ომის აქტად“, განაცხადა პრინცმა დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანთან, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრისას, როგორც ამას BBC საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

 


ირანმა უარყო, რომ იარაღს აწვდის „ჰუტების“ მოძრაობას, რომელიც იემენის მთავრობის მხარდაჭერით საუდის არაბეთის მხარდაჭერილ კოალიციას ებრძვის.

 


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა ორშაბათს განაცხადა, რომ საუდის არაბეთის „აგრესიული ომები“ და „რეგიონული მუქარა“ საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთს.

 


„ჰუტებთან“ ალიანსში მყოფი მედიის ინფორმაციით, მეამბოხეებმა შაბათ საღამოს ბალისტიკური რაკეტა მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტისკენ გაუშვეს, რომელიც დაახლოებით 850 კილომეტრითაა დაცილებული იემენის საზღვრიდან და 35კმ-ით ერ-რიადიდან.

 


საუდის არაბეთის მედიის ცნობით, სარაკეტო თავდაცვითმა სისტემებმა რაკეტა ფრენის დროს შეაკავა, მაგრამ რაკეტის ზოგიერთი ფრაგმენტი აეროპორტის ტერიტორიის შიგნით ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

 


„ჰუმან რაითს ვოჩმა“ განაცხადა, რომ გაურკვეველი რაკეტის სამოქალაქო აეროპორტის მიმართულებით გაშვება აშკარა სამხედრო დანაშაულია.

 


საუდის არაბეთის პრესის ოფიციალურმა სააგენტომ სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პრინ მუჰამედთან სატელეფონო საუბრისას ბორის ჯონსონმა „დაგმო ჰუტების ხუნტის მილიციის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება“ და დაადასტურა „ბრიტანეთის საუდის არაბეთის გვერდით დგომა, წინ აღუდგეს უსაფრთხოების მუქარებს“.

 

 

„თავის მხრივ, ტახტის მემკვიდრე პრინცმა ხაზი გაუსვა, რომ ირანული რეჟიმის ჩართულობა - ჰუტუს მილიციისთვის რაკეტებით მომარაგებით - მიიჩნევა ირანის რეჟიმის პირდაპირ სამხედრო აგრესიად და შესაძლოა, მიჩნეული იყოს სამეფოს წინააღმდეგ ომის ქმედებად“, ნათქვამია საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ალ-ჯუბეირმა ორშაბათს CNN-ს უთხრა, რომ ამაში ასევე ირანის მხარდაჭერილი ლიბანის „ჰეზბოლას“ მოძრაობაც იყო ჩართული.

 


„ეს იყო ირანული რაკეტა, რომელიც ჰეზბოლამ იემენის იმ ტერიტორიიდან გაუშვა, რომელიც ჰუტებს აქვთ ოკუპირებული“, თქვა მან და დაამატა, რომ რაკეტა იმის მსგავსი იყო, რომელიც ივლისში იქნა გაშვებული და საუდის არაბეთის ქალაქ მექას სიახლოვეს იქნა ჩამოგდებული, და რომ ის ირანშია დამზადებული, შემდეგ დაშლილი სახით კონტრაბანდული გზით იემენშია შეტანილი, შემდეგ კი „ირანის რევოლუციის მცველთა და ჰეზბოლას ოპერატიული სამსახურების“ მიერ არის აწყობილი.

 


ჯუბიერმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ „ირანის ინტერვენციები რეგიონში, ზიანის მიმყენებელია მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და უარყოფით გავლენას ახდენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“.

 


ირანელმა კოლეგამ უარყო ბრალდებები.

 


„საუდის არაბეთის სამეფო ბომბავს და მიწასთან ასწორებს იემენს, კლავს ათასობით უდანაშაულო ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, ავრცელებს ქოლერას და შიმშილს, მაგრამ რა თქმა უნდა, ბრალს სდებს ირანს“, დაწერა „თვითერზე“ ზარიფმა.

 


უფრო ადრე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რაკეტის გაშვება „დამოუკიდებელი ქმედება“ იყო, რაც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის „აგრესიის“ საპასუხო გახლდათ და ირანს ამასთან საერთო არაფერი აქვს.

 

 

გაერო-ს თანახმად, 8 670 ადამიანზე მეტი - მათგან 60% მშვიდობიანი მოქალაქე - იქნა მოკლული და 49 960-მა დაზიანებები მიიღო საჰაერო დარტყმებისას და სახმელეთო ბრძოლებისას მას შემდეგ, რაც 2015 წლის მარტში კოალიცია იემენის სამოქალაქო ომში ჩაერია.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი