ძლიერი, 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ერაყ-ირანის საზღვრის სიახლოვეს
12-11-2017, 23:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მძლავრი, 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ერაყში, ქალაქ ას-სულეიმანიაჰიდან დაახლოებით 103 კილომეტრის მოშორებით, ერაყ-ირანის საზღვრის სიახლოვეს, იტყობინება ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური.

 

 

BBC ის ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა ირანის კერმანშაჰის პროვინციაში, ხოლო ერაყში 6 ადამოანის გარდაცვალება დასტურდება, თუმცა მსხვერპლის გაზრდას ვარაუდოებენ, რადგან ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილი და მათ გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 

 

 

 


თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდას შეადგენდა, თუმცა შემდგომ დაზუსტდა, რომ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7.3 მაგნიტუდის იყო.

 

 

ბიძგები იგრძნობოდა ახლო აღმოსავლეთის გასწვრივ და სოციალურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მძლავრი ბიძგები იგრძნობოდა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში.

 

 

მიწისძვრის გამო სულ მცირე 8 სოფელი დაზარალდა ირანში.

 


„ბიძგები იგრძნობოდა ირანის რამდენიმე პროვინციაში, რომელიც ერაყს ესაზღვრება... 8 სოფელი დაზარალდა. ზოგიერთ სოფელში ელქტროენერგია გაითიშა და აღნიშნულ ადგილებში სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა“, იუწყებოდა მიწისძვრიდან მალევე ირანული ტელევიზია.

 

 

 

 

 

ოდნავ მოგვიანებით, ირანის სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები თუ როგორ ტოვებენ ადამიანები თავინათ სახლებს და მათი ევაკუაცია ხორციელდება - განსაკუთრებით კი ერაყის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ღასრ-ე შირინიდან და კერმანშაჰიდან.

 


ღასრ-ე შირინის გუბერნატორმა, ფარამარზ აკბარიმ მიწისძვრიდან მალევე განაცხადა, რომ დაღუპულია 6 ადამიანი და ათეულობით სხვას დაიზანებები აქვს მიღებული, იტყობინება სახელმწიფო სააგენტო IRNA.

 


ნახევრად ოფიციალური სააგენტო ILNA იტყობინება, რომ მიწისძვრამ ირანის14 პროვინცია დააზარალა.

 


ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ჯანდაცვის მინისტრის, რაშედის თანახმად, ერაყში სულ მცირე 4 ადამიანია გარდაცვლილი და დაზიანებები აქვს მიღებული 35-ზე მეტს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი