ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი მძიმე შეიარაღებით დაცული დემილიტარიზებული ზონის გავლით სამხრეთ კორეაში გაქცევისას დაჭრეს
13-11-2017, 17:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი სამხრეთ კორეაში, მძიმე შეიარაღებით დაცული დემილიტარიზებული ზონის გავლით გაიქცა, განაცხადა სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა.

 


BBC-ის ცნობით, ჯარისკაცი მისივე სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ დაჭრეს, როცა მან სამხრეთ კორეის მხარეს, სოფელ პანმუნძომში, ერთობლივი უსაფრთხოების ტერიტორია გადაკვეთა. დეზერტირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 


ყოველ წელიწადს დაახლოებით 1 000 ადამიანი გარბის სამხრეთ კორეაში, მაგრამ ძალიან ცოტა, დემილიტარიზებული ზონის გავლით.

 


ბოლო სამ წელიწადში ეს ჩრდილო კორეელი ჯარისკაცის მეოთხე გაქცევაა დემილიტარიზებული ზონის გავლით - სახმელეთო ზოლისა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად დაცული ადგილია.

 


ტექნიკურად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც 1953 წელს მათ შორის კონფლიქტი დროებითი ზავით და არა ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა.

 


სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცმა გაქცევა შეძლო ერთობლივი უსაფრთხოების ტერიტორიაზე პანმუნძომთან, რომელიც დემილიტარიზებული ზონის მხოლოდ ერთადერთი ნაწილია, სადაც ორივე ქვეყნის სამხედრო ძალები ერთმანეთის პირისპირ დგანან.

 


„მან ჩრდილოეთ კორეის პოსტიდან გადმოკვეთა ჩვენი თავისუფლების სახლის მიმართულებით [შენობა, სამხრეთ კორეის საზღვრის მხარეს]“, აღნიშნულია განცხადებაში. ჯარისკაცს ტყვიები მხარსა და ბეჭში აქვს მოხვედრილი.

 


როგორც BBC იუწყება, დეზერტირთა უმრავლესობა ჩინეთის გავლით გარბის, რომელიც ყველაზე გრძელი საზღვარია ჩრდილოეთ კორეასთან, და რომელიც უფრო ადვილი გზაა გასაქცევად, ვიდრე მტკიცედ დაცული დემილიტარიზებული ზონა.

 


სეული აცხადებს, რომ 1953 წლის ომის დასრულების შემდეგ 30 000-ზე მეტი ჩრდილო კორეელია სამხრეთში გაქცეული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი