ზიმბამბვეს არმიის მეთაური პრეზიდენტ მუგაბეს სამხედრო ინტერვენციით დაემუქრა, თუკი მმართველ პარტიაში „წმენდას“ დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს
13-11-2017, 22:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზიმბამბვეს არმიის მეთაურმა გააფრთხილა ისინი, ვინც ქვეყნის მმართველ „ზანუ-PF“-ის პარტიაში „წმენდაზე“ არიან პასუხისმგებელნი, რომ შეჩერდნენ, თორემ რთული მდგომარეობის განსამუხტად პროცესებში სამხედროები ჩაერევიან, იუწყება BBC.

 


სამხედრო ძალების მეთაურის მხრიდან იშვიათი განცხადება ინტერვენციის თაობაზე პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს მიერ ერთი კვირის წინ მისი მოადგილის, ვიცე-პრეზიდენტ ემერსონ მნანგაგვას დათხოვნას მოჰყვა.

 


BBC-ის ცნობით, გენერალ კონსტანტინო ჩივენგას, რომელიც პრესკონფერენციაზე არმიის 90 წამყვან ოფიცერთან ერთად გამოჩნდა, არავის სახელი და გვარი არ უხსენებია.

 


მნანგაგვა, რომელიც ერთ დროს მუგაბეს შემცვლელად მოიაზრებოდა, დევნილობაში იმყოფება.

 


მუგაბეს ცოლმა, გრეისმა, რომელიც ახლა პრეზიდენტის პოსტზე ფავორიტ კანდიდატად არის მიჩნეული, მნანგაგვა გველს შეადარა, რომელსაც „თავი უნდა გაეჭეჭყოს“.

 


არმიის მთავარ შტაბ-ბინაში საუბრისას, გენერალმა ჩივენგამ განაცხადა, რომ იმ ადამიანების მოცილება, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში იყვნენ ჩართული, როგორც ეს მაგალითად მნანგაგვა, არ იქნება შეწყნარებული.

 

 

„ახლანდელი წმენდა, რომლის მკაფიო სამიზნე პარტიის ის წევრები არიან, რომელთაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში აქვთ წვლილი შეტანილი, დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს“, უთხრა მან პრესკონფერენციაზე შეკრებილებს.

 


„ჩვენ უნდა შევახსენოთ მათ, ვინც ამჟამინდელი მოღალატური აბდაუბდის უკან დგანან, რომ როდესაც საქმე ეხება ჩვენი რევოლუციის დაცვას, სამხედროები არ იყოყმანებენ ინტერვენციას“.

 


75 წლის მნანგაგვა ვიცე-პრეზიდენტობამდე თავდაცვის და სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრად მსახურობდა.

 

 

გრეის მუგაბე, „ზანუ PF-ის“ ქალთა ლიგის ხელმძღვანელი და ვიცე-პრეზიდენტი მნანგაგვა, პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატებად მოიაზრებოდნენ იმ დროისთვის, როცა რობერტ მუგაბე თანამდებობას დატოვებდა ან გარდაიცვლებოდა.

 


93 წლის რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს ხელისუფლებაში 1980 წლის შემდეგ იმყოფება. იგი პრეზიდენტად 1987 წელს აირჩიეს, მანამდე კი, 7 წლის განმავლობაში ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტი ეკავა. იგი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

 


სადღეისოდ კი, რობერტ მუგაბე მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მმართველია. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი