ჩრდილოეთ კორეელ დეზერტირს საზღვრის გადაკვეთისას 40-ჯერ ესროლეს
14-11-2017, 19:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი სამხრეთ კორეაში, მძიმე შეიარაღებით დაცული დემილიტარიზებული ზონის გავლით გაიქცა, განაცხადა სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა.

 

 

BBC-ის ცნობით, ჯარისკაცი მისივე სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ დაჭრეს, როცა მან სამხრეთ კორეის მხარეს, სოფელ პანმუნჯომში, ერთობლივი უსაფრთხოების ტერიტორია გადაკვეთა.

 

 

ჯარისკაცი გაერთიანებულ დაცულ ტერიტორიასთან ახლოს მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მანქანას საბურავი დაუზიანდა და იძულებული გახდა, გზა ფეხით გაეგრძელებინა.

 

 

ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა მას 40-ჯერ ესროლეს. მიუხედავად ამისა, მან შეძლო საზღვრის გადაკვეთა და საბოლოოდ, სამხრეთ კორეის სამხედროებმა ის ფოთლების გროვის ქვეშ იპოვეს.

 

 

ყოველ წელიწადს დაახლოებით 1 000 ადამიანი გარბის სამხრეთ კორეაში, მაგრამ ძალიან ცოტა, დემილიტარიზებული ზონის გავლით.

 

 

ბოლო სამ წელიწადში ეს ჩრდილო კორეელი ჯარისკაცის მეოთხე გაქცევაა დემილიტარიზებული ზონის გავლით - სახმელეთო ზოლისა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად დაცული ადგილია.

 

 

საინტერესოა ისიც, რომ ჯარისკაცმა გაქცევა შეძლო ერთობლივი უსაფრთხოების ტერიტორიაზე პანმუნძომთან, რომელიც დემილიტარიზებული ზონის მხოლოდ ერთადერთი ნაწილია, სადაც ორივე ქვეყნის სამხედრო ძალები ერთმანეთის პირისპირ დგანან.

 

 

ტექნიკურად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც 1953 წელს მათ შორის კონფლიქტი დროებითი ზავით და არა ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა.

 

 

სამშაბათს, სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა უფრო დეტალური ინფორმაცია გაავრცელეს დაჭრილი ჯარისკაცის შესახებ.

 

 

„იგი უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში და დამოუკიდებლად სუნთქვა უჭირდა. მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა შესაძლებელია“, განაცხადა სამხედრო ოფიციალურმა პირმა, სუ უკმა.

 

 

ექიმებმა ჯარისკაცის სხეულიდან ხუთი ტყვია ამოიღეს და ვარაუდობენ, რომ მას კიდევ ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

 

 

როგორც BBC იუწყება, დეზერტირთა უმრავლესობა ჩინეთის გავლით გარბის, რომელიც ყველაზე გრძელი საზღვარია ჩრდილოეთ კორეასთან, და რომელიც უფრო ადვილი გზაა გასაქცევად, ვიდრე მტკიცედ დაცული დემილიტარიზებული ზონა.

 


სეული აცხადებს, რომ 1953 წლის ომის დასრულების შემდეგ 30 000-ზე მეტი ჩრდილო კორეელია სამხრეთში გაქცეული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ზიმბაბვეს მმართველმა, „ზანუ-PF“-ის პარტიამ რობერტ მუგაბე ლიდერობიდან გადააყენა და მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტობიდან დათხოვნილი ემერსონ მნანგაგვა დანიშნა. პარტიიდან იქნა გაძევებული ასევე პრეზიდენტის ცოლი, გრეის მუგაბე.

შეერთებული შტატების ბირთვული საკითხების მთავარმა ფიგურამ განაცხადა, რომ იგი ნებისმიერ „არაკანონიერ“ საპრეზიდენტო ბრძანებას, წამოწყებულ იქნეს ბირთვული თავდასხმა, წინააღმდეგობას გაუწევს.

ყველაზე კითხვადი
  1. საქართველოს 8000 წლის სოფელში არქეოლოგებმა მსოფლიოში ღვინის წარმოების ყველაზე ძველი ფაქტები აღმოაჩინეს - National Geographic-ი
  2. იაპონიაში მატარებლის დაგეგმილზე რამდენიმე წამით ადრე გამგზავრების გამო კომპანიამ ბოდიში მოიხადა
  3. გორის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
  4. საბრძოლო წყალქვეშა გემი, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფება, არგენტინის სანაპიროებთან გაუჩინარდა
  5. „გახარია თუ კარგად გაართმევს თავს შს მინისტრობას, ეს შეიძლება გახდეს მისთვის ტრამპლინი პრემიერ მინისტრობისთვის“ - თორნიკე შარაშენიძე
  6. შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ახალი მოადგილეები დანიშნა
  7. კახა კალაძე: მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან
  8. საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა
  9. „ეს ბიბლიური წარღვნაა“ – სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა საბერძნეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად
  10. თბილისის მერის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი