არგენტინული საბრძოლო წყალქვეშა გემი „სან-ხუანი“ გაუჩინარდა სამხრეთ ამერიკული ქვეყნის სანაპიროებთან და უკვე 48 საათია, რაც კონტაქტზე არ გამოსულა. ბორტზე ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო-საზღვაო ძალები „თვითერზე“ ავრცელებს.
წყალქვეშა გემმა კავშირზე გასვლა მაშინ შეწყვიტა, როცა უშუაის პორტიდან ქალაქ მარ-დელ-პლატში მიემგზავრებოდა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენები და გემები ჩაერთვნენ. ისინი იმ რაიონში იმყოფებიან, სადაც წყალქვეშა გემი ბოლოს შენიშნეს.
გაუჩინარებული წყალქვეშა გემი გერმანიაშია აშენებული და ის არგენტინის საზღვაო ძალებს 1985 წელს შეუერთდა. მისი სიგრძე 66 მეტრია, სიჩქარე კი 25 კვანძი (1 კვანძი უდრის 1,852კმ/სთ.-ს).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.