იენს სტოლტენბერგი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება 29 მოკავშირემ უნდა მიიღოს, ამაში ვერავინ ჩაერევა
18-11-2017, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება 29 მოკავშირემ უნდა მიიღოს და ამ პროცესში ვერავინ ჩაერევა.

 


განცხადება ამის თაობაზე სტოლტენბერგმა კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

 

„NATO-ს სრულუფლებიანი წევრი რომ გახდე, უნდა დააკმაყოფილო სტანდარტები. საქართველო და უკრაინა ფოკუსირებული არიან რეფორმებზე, რომელთა მიზანიც თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიის გაძლიერებაა.

 

 

NATO საქართველოსა და უკრაინას ამ რეფორმების განმტკიცებაში ეხმარება. საბოლოოდ კი, მათი ალიანსში მოპატიჟების გადაწყვეტილება 29 მოკავშირემ უნდა მიიღოს. ამ გადაწყვეტილებასა და პროცესში ვერავინ ჩაერევა. ქვეყნის მომავლის განსაზღვრა ამ სახელმწიფოების სუვერენული უფლებაა“, განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი