საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილი პატიმრობაში დატოვა
23-01-2014, 20:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საფრანგეთში, ქ. ექს-ან-პროვანსის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი პატიმრობაში დატოვა, პროცესი კი 30 იანვარს განახლდება, – ამის შესახებ "კვირას" მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხის გარდა კიდევ ერთი საკითხი იხილებოდა.

 

"სასამართლომ პროცესზე ორი საკითხი განიხილა. ერთ-ერთი იყო დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის პროცესის მიმდინარეობისას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი, ხოლო მეორე მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება. სასამართლო პროცესზე კეზერაშვილის დაცვის მხარემ სხვა აღმკვეთი ღონისძიება მოითხოვა. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა საკითხი დავით კეზერაშვილის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ, ანუ დავით კეზერაშვილი გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ ექსტადიციის საკითხის განხილვისას დავით კეზერაშვილი არ იქნებოდა ციხეში და ნებისმიერ პროცესზე გამოცხადდებოდა. დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლომ სათათბირო ოთახში განიხილა და დაასკვნა, რომ ამ ეტაპზე დავით კეზერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა. სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში დარჩენილიყო", – აღნიშნა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.

 

მისი თქმით, ქ. ექს-ან-პროვანსის სასამართლოში დავით კეზერაშვილის პროცესი 30 იანვარს განახლდება. შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ე.წ. "რიყისა" და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ. საფრანგეთის სასამართლოში კეზერაშვილის ინტერესებს ადგილობრივი ადვოკატები იცავენ.

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=2806 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი