ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგა
21-11-2017, 20:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგა, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა ჯაკობ მუდენდამ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

მუგაბეს წერილში ნათქვამია, რომ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ნებაყოფილობითი იყო და მან ეს ნაბიჯი იმის გამო გადადგა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მომხდარიყო, იტყობინება სააგენტო „როიტერსი“.  

 

 

აღნიშნული ცნობის გავრცელებამდე ზიმბაბვეს პარლამენტმა პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცედურა დაიწყო.

 


მუგაბეს, რომელიც ქვეყნის სათავეში 1980 წლიდან იმყოფება, ბრალად ედება მისი ცოლისთვის „საკონსტიტუციო ძალაუფლების უზურპაციის“ ნების დართვა იმით, რომ შეეცადა იგი მისი შემცვლელის პოზიციაზე დაენიშნა.

 


გასულ კვირას სამხედროების მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, რობერტ მუგაბე ბოლო წუთებამდე მტკიცე უარს აცხადებდა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაზე.

 

 

მუგაბეს მიერ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე ზიმბაბვეს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომლის პოსტიდან დათხოვნა გახდა მიზეზი არმიის ამბოხებისა და ქვეყნის მათ მიერ კონტროლის ქვეშ მოქცევისა, დაჟინებით მოუწოდა პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს, გადამდგარიყო.

 

 

მნანგაგვამ განაცხადა, რომ 93 წლის პრეზიდენტმა ყური უნდა დაუგდოს მისი ხალხის ხმას და უნდა დატოვოს თანამდებობა.

 


ემერსონ მნანგაგვას თქმით, მან ორი კვირის წინ იმ მიზეზით დატოვა ქვეყანა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მან დაამატა, რომ ის იქამდე არ დაბრუნდება, სანამ საკუთარი თავის უსაფრთხოებაში არ დარწმუნდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი