გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომელიც დეზერტირი ჩრდილო კორეელი ჯარისკაცის დემილიტარიზებული ზონის გავლით სამხრეთ კორეაში გაქცევას აჩვენებს
22-11-2017, 19:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომელიც 13 ნოემბერს დემილიტარიზებული ზონის გავლით ჩრდილო კორეელი ჯარისკაცის სამხრეთ კორეაში გაქცევას აჩვენებს.

 


დეზერტირს ჩრდილო კორეელმა სამხედროებმა 40-ჯერ მაინც ესროლეს, მათგან მას 7 ტყვია მოხვდა და თითქმის დაიჭირეს კიდეც, მაგრამ მან მოახერხა ფოთლებში დამალვა, სამხრეთ კორეის კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღწევა, რის შემდეგაც მას გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს.

 

 

 

 

ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი სამხრეთ კორეაში, მძიმე შეიარაღებით დაცული დემილიტარიზებული ზონის გავლით გაიქცა, განაცხადა სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა.

 

 

BBC-ის ცნობით, ჯარისკაცი მისივე სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ დაჭრეს, როცა მან სამხრეთ კორეის მხარეს, სოფელ პანმუნჯომში, ერთობლივი უსაფრთხოების ტერიტორია გადაკვეთა.

 

 

ჯარისკაცი გაერთიანებულ დაცულ ტერიტორიასთან ახლოს მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მანქანას საბურავი დაუზიანდა და იძულებული გახდა, გზა ფეხით გაეგრძელებინა.

 

 

ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა მას 40-ჯერ ესროლეს. მიუხედავად ამისა, მან შეძლო საზღვრის გადაკვეთა. სამხრეთ კორეის სამხედროებმა ის ფოთლების გროვის ქვეშ იპოვეს.

 

 

ყოველ წელიწადს დაახლოებით 1 000 ადამიანი გარბის სამხრეთ კორეაში, მაგრამ ძალიან ცოტა, დემილიტარიზებული ზონის გავლით.

 

 

ბოლო სამ წელიწადში ეს ჩრდილო კორეელი ჯარისკაცის მეოთხე გაქცევაა დემილიტარიზებული ზონის გავლით - სახმელეთო ზოლისა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად დაცული ადგილია.

 

 

საინტერესოა ისიც, რომ ჯარისკაცმა გაქცევა შეძლო ერთობლივი უსაფრთხოების ტერიტორიაზე პანმუნჯომთან, რომელიც დემილიტარიზებული ზონის მხოლოდ ერთადერთი ნაწილია, სადაც ორივე ქვეყნის სამხედრო ძალები ერთმანეთის პირისპირ დგანან.

 

 

ტექნიკურად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც 1953 წელს მათ შორის კონფლიქტი დროებითი ზავით და არა ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა.

 

 

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა უფრო დეტალური ინფორმაცია გაავრცელეს დაჭრილი ჯარისკაცის შესახებ.

 

 

„იგი უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში და დამოუკიდებლად სუნთქვა უჭირდა. მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა შესაძლებელია“, განაცხადა სამხედრო ოფიციალურმა პირმა, სუ უკმა.

 

 

ექიმებმა ჯარისკაცის სხეულიდან ხუთი ტყვია ამოიღეს და ვარაუდობენ, რომ მას კიდევ ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

 

 

როგორც BBC იუწყება, დეზერტირთა უმრავლესობა ჩინეთის გავლით გარბის, რომელიც ყველაზე გრძელი საზღვარია ჩრდილოეთ კორეასთან, და რომელიც უფრო ადვილი გზაა გასაქცევად, ვიდრე მტკიცედ დაცული დემილიტარიზებული ზონა.

 


სეული აცხადებს, რომ 1953 წლის ომის დასრულების შემდეგ 30 000-ზე მეტი ჩრდილო კორეელია სამხრეთში გაქცეული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი