აშშ-ში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ კიბოს გამოწვევის მთავარი მიზეზები დაასახელა და დაასკვნა, რომ ონკოლოგიური დაავადებების 42%-ის თავიდან არიდება შესაძლებელია
27-11-2017, 18:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კიბოს შემთხვევების დაახლოებით 42% და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 45% დაკავშირებულია ცვლილებას დაქვემდებარებულ რისკ-ფაქტორებთან და ამგვარად, შესაძლოა, რომ თავიდან იყოს აცილებული. აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა ახალი კვლევა, რომელზეც ბოლო წლებში „ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების“ მკვლევარები მუშაობდნენ. ეს მონაცემები ეფუძნება 2014 წლიდან შესწავლილ

  

659 640 კიბოს შემთხვევას ( 1 570 975-დან)

და 265 150 კიბოთი გამოწვეულ სიკვდილს (587 521-დან).

 

მკვლევარებმა წარმოადგინეს შეფასებები თუ რამდენად შეაქვს წვლილი 26 სხვადასხვა ტიპის კიბოს წარმოშობაში 30 წლის და ამ ასაკს გადაცილებულ ადამიანებში ცხოვრების ზოგიერთი წესის ფაქტორებს.

 


კვლევის მიხედვით, კიბოს წარმოშობის რისკებს შემდეგი ფაქტორები განაპირობებს:

 

სიგარეტის მოწევა

 

სიგარეტის გამონაბოლქვის ჩასუნთქვა (მეორადი ბოლი)

 

სხეულის ჭარბი წონა


ალკოჰოლური სასმელების მოხმარება

 

დამუშავებული თუ დაუმუშავებელი წითელი ხორცის ჭამა

 

კვების რაციონში ხილის და ბოსტნეულის ნაკლებობა

 

ფიზიკური უმოქმედობა

 

ულტრაიისფერი რადიაცია მზისგან ან დახურულ სივრცეში გარუჯვისას

 


კიბოსთან დაკავშირებული 6 ინფექცია - ჰელიკობაქტერიული პილორი (რომელიც იწვევს გასტრიტებს, დუოდენიტებს, კუჭისა (შემთხვევათა 70%-ში) და თორმეტგოჯა ნაწლავის (90%-ში) წყლულოვან დაავადებას); B ჰეპატიტის ვირუსი; C ჰეპატიტის ვირუსი; ჰერპესის ვირუსი, ტიპი 8 (HHV8); ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და ადამიანის პაპილომავირუსი.

 


კვლევის ავტორები წერენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლის შემდეგ კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 25%-ით შემცირდა, კიბოს საერთო ტვირთი ჯერ კიდევ მაღალია. „ამერიკული კიბოს საზოგადოების“ შეფასებით, 2017 წელს 1.6 მილიონზე მეტ კიბოს შემთხვევას და 600 000 კიბოთი გამოწვეულ სიკვდილს ექნება ადგილი.

 

რისკ-ფაქტორების რიგითობა

 

1. სიგარეტის მოწევა კიბოს ყველა შემთხვევის 19%-ის და კიბოთი სიკვდილიანობის დაახლოებით 29%-ის გამომწვევი იყო.

 


2. სხეულის ჭარბი წონა კიბოს შემთხვევების 7.8%-ის და სიკვდილიანობის 6.5%-ის მიზეზი გახდა

 


3. ალკოჰოლური სასმელების მოხმარება დაკავშირებული იყო კიბოს შემთხვევების 5.6%-თან და სიკვდილის 4%-თან

 


4. ულტრაიისფერმა რადიაციამ კიბოს შემთხვევების დაახლოებით 5%, ხოლო სიკვდილიანობის უფრო დაბალი, 1.5% წარმოშვა.

 


5. ფიზიკურმა უმოქმედობამ კიბოს შემთხვევების წარმოშობის მხრივ 2.9% და სიკვდილიანობის კუთხით 2.2% შეადგინა.

 

 

როცა მკვლევარებმა სხეულის ჭარბი წონა, ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, არაჯანსაღი კვება და ფიზიკური პასიურობა ერთად დააჯგუფეს, გაარკვიეს, რომ ამ რისკების ჩამონათვალი კიბოს შემთხვევების 18%-ზე და სიკვდილიანობის 16%-ზე იყო პასუხისმგებელი.

 

კიბოს სახეობების შედარება

 

მკვლევარებმა ასევე ინდივიდუალურად გამოიკვლიეს კიბოს 26 ტიპი, რათა გაერკვიათ რომელს ჰქონდა ყველაზე დიდი კავშირი ცხოვრების წესის რისკ-ფაქტორებთან.

 


მათ აღმოაჩინეს, რომ ცვლილებას დაქვემდებარებულ რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებული შემთხვევების პროპორცია, ყველაზე მაღალი 100%-იდან, საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალური) კიბოსა და კაპოშის სარკომაზე მოდის, ხოლო ყველაზე დაბალი, 4.3% საკვერცხის კიბოზე. მელანომას, ანალური, ფილტვის, ხორხის და პირის ღრუს კიბოს შემთხვევების და სიკვდილიანობის 75%-ზე მეტი შეიძლება რომ ცვლილებას დაქვემდებარებულ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნოს. ამავე დროს, კიბოს 26 ტიპის ანალიზმა აჩვენა, რომ ონკოლოგიური დაავადების 15 სახეობაში ცვლილებას დაქვემდებარებულ (ჯანსაღი ცხოვრების წესი) რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებული შემთხვევების პროპორცია 50%-ზე მეტი იყო.

 


როდესაც ცვლილებას დაქვემდებარებულ (ჯანსაღი ცხოვრების წესი) რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებულ კიბოთი გამოწვეულ სიკვდილიანობის რაოდენობას სახეობების მიხედვით ვალაგებთ, ასეთი სურათი იკვეთება:

 


ფილტვის კიბოთი  გამოწვეულმა სიკვდილიანობამ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შეადგინა, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ფილტვის კიბო 132 960 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.

 


კოლორექტალური კიბო (მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო) მეორე ადგილზეა, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ის 28 900 ადამიანის სიკვდილის გამომწვევი აღმოჩნდა.

 


ღვიძლის კიბო მესამეა მამაკაცებში სიკვდილიანობის მიხედვით (9 860 სიკვდილი), ხოლო ქალებში კი მკერდის კიბო (11 370 სიკვდილი).

 

 

 

მოწევა                                                                სხეულის ჭარბი წონა

 

81.7% ფილტვის კიბო                                                     60.3% საშვილოსნოს კიბო

  

73. 8% ლარინგეალური (ხორხის) კიბო                                   33.9% ღვიძლის კიბო

 

50% საყლაპავი მილის კიბო                                              11.3% მკერდის კიბო ქალებში

 

46.9% შარდის ბუშტის კიბო                                              5.2% კოლორექტალური კიბო

 

 

 

ალკოჰოლის მოხმარება                                   ხილის და ბოსტნეულის ნაკლებობა

 

46.3% პირის ღრუს და ხორხთან                                17.6% პირის ღრუს და ხორხთან

დაკავშირებული კიბო                                            დაკავშირებული კიბო

 

მამაკაცებში და 27. 4% ქალებში                                17.4% ლარინგეალური კიბო

                                              

 24.8 % ღვიძლის კიბო მამაკაცებში                            8.9% ფილტვის კიბო

და 11.9% ქალებში


17.1% კოლორექტალური კიბო 
მამაკაცებში და 8.1% ქალებში


6.4% მკერდის კიბო ქალებში

 

 

 

ფიზიკური უმოქმედობა                                პაპილომავირუსის ინფექცია

 

26.7% საშვილოსნოს კიბო                                       ყველა ცერვიკალური კიბო

 

16.3% კოლორექტალური კიბო                                  88.2% ანალური კიბო

 

3.9% მკერდის კიბო ქალებში                                    64.6% ვაგინალური კიბო
                                           

                                                                                     56.9% პენისის კიბო

 

 

 

წითელი/დამუშავებული ხორცი                     ულტრაიისფერი რადიაცია

  

5.4% და 8.2% კოლორექტალური                          96.0% მელანომა - კანის კიბო მამაკაცებში

კიბო, შესაბამისად                                            93.7% მელანომა - კანის კიბო ქალებში                                      

                                                

                                            

მთავარი აღმოჩენები ქალებისა და მამაკაცებისთვის

 

ავტორებმა ხაზი გაუსვეს სქესის მიხედვით მნიშვნელოვან განსხვავებულობებს.

 

• კიბოს შემთხვევების და სიკვდილიანობის თანაფარდობა, რომელიც დაკავშირებულია მოწევასთან, წითელი და დამუშავებული ხორცის ჭამასთან, C ჰეპატიტის ინფექციასთან, ულტრაიისფერ რადიაციასთან და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსთან, უფრო მაღალი იყო მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, რადგან ისტორიულად ეს რისკ-ფაქტორები უფრო გავრცელებულია მამაკაცებს შორის.

 


• კიბოს შემთხვევების და სიკვდილიანობის თანაფარდობა, რომელიც დაკავშირებულია სხეულის გადაჭარბებულ წონასთან, ალკოჰოლის მოხმარებასთან, ფიზიკურ უმოქმედობასთან, და პაპილომავირუსის ინფექციასთან, უფრო მაღალი იყო ქალებში, ვიდრე მამაკაცებში, რაც ავტორების თქმით, „დიდწილად განპირობებულია მკერდის, ენდომეტრიული და ცერვიკალური კიბოების მაღალ პასუხისმგებლობასთან, რომელიც შეიძლება მიეწეროს ამ რისკ-ფაქტორებს“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი