2018 შობა-ახალი წლის (ძველით) დადგომამდე პატრიარქი წმინდა სინოდის კრებას მოიწვევს, სადაც აირჩევენ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს და ეს იქნება პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)! - მოსაზრება
28-11-2017, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბეწვის ხიდზე ვართ... ეტყობა, კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა სინოდის იმედად ვერ იქნება და... გადადგება, რომ მის სიცოცხლეშივე, - სინოდის „მერყევ“ წევრებს ახალი პატრიარქის არჩევაში „დაეხმაროს“, თორემ რა მოხდება იმ შემთხვევაში, როცა იგი აღარ იქნება (ღმერთმა დაიფაროს და დღეგრძელობა უბოძოს ჩვენს უწმინდესს), სამწუხაროდ ძნელი გამოსაცნობი აღარ არის, რაც შესაძლებელია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობას დაემუქროს... ამიტომ, უწმინდესი სათუოდ არ დატოვებს ამ საკითხს და მისი უდიდესი ავტორიტეტის წყალობით გარდაუვალი ცვლილების პროცესს თავად წარმართავს და ისე დააგვირგვინებს, როგორიც უფლის ნებაა, რაც ეკლესიას გააძლიერებს და მთლიანობას შეუნარჩუნებს-განამტკიცებს, ხოლო მას, უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს, მის უდიდეს სახელს და ღვაწლს, სამუდამოდ უკვდავყოფს, როგორც საქართველოს და ქართველი ერის სულიერი წინამძღვრის და ღვთითკურთხეული ერის მამის!!!

 


დიახ, ბოდიშის მოხდით, ჩემი მორიდებული მოსაზრებაა, რომ 2018 შობა-ახალი წლის (ძველით) დადგომამდე, მისი აღსაყდრებიდან 40 წლის თავზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმინდა სინოდის კრებას მოიწვევს, სადაც აირჩევენ სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს და ეს იქნება პატრიარქის მოსაყდრე, ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი მეუფე შიო (მუჯირი)!!! საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიამ იცის ქვეყნის 2 კათოლიკოსი, რომლებიც ატარებდნენ ამ სახელს, - შიო 1 (1356-1364 წწ.) და შიო 2 (1439-1443 წწ.). ასე რომ, 2018 წლიდან სრულიად საქართველოს ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, შიო მესამე!!!

 


ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და განამტკიცოს მისი მეუფება, უკუნითი უკუნისამდე!!! ამავდროულად, უფალს შევთხოვოთ, რომ ჯანმრთელად და დიდხანს ამყოფოს მის გვერდით, ჩვენი ერის ცოცხალი მამა, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე!!!
დიდება უფალს!!!

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 8
#8   ციური გარუჩავა
      
დიდება და მადლობა უფალს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სიბრძნის, სიმტკიცისა და სიმამაცისთვის! <3

დიდება და მადლობა უფალს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სიბრძნის,სიმტკიცისა და სიმამაცისთვის! <3
30 ნოემბერი 2017 07:27
#7  მალხაზი
      
მეც იმედი მაქვს რომ მაგ საკითხს თვითონ უწმინდესი გადაწყვეტს, ქართული სამოციქულო ეკლესიის საკეთილდღეოდ. საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს. ის რაც სამღვდელოებაში ხდება და სინათლის შექზე გამოჩნდა ზიანის მეტს არაფერს მოგვიტანს. დიახ ეკლესია უნდა გაიწმინდოს შემთხვევით მოხვედრილ. ჩანერგილ და ფულზე გაყიდული მსახურებისაგან. ყველაფერი მაშინ აირია როცა ეკლესიაში ფეხი მოიკიდა ბიზნესმა და *ვერცხლის* სიყვარულმა. სულიერებამ კი გადაიწია უკანა პლანზე. უფალი არ დაუშვებს ქართული ეკლესიის განადგურებას. უფალმა დალოცოს და გააძლიეროს სროლიად საქართველო
29 ნოემბერი 2017 23:55
#6   შორენა
      
მე მიხარია, რომ ჩვენმა საყვარელმა პატრიარქმა ასეთი მესაყდრე დაასახელა. უბრლოად მეშინია, რამე არ "გაუჩალიჩონ" დიდებას დანატრებულებმა. კარგი იქნება თუ თქვენი მოსაზრება გამართლდება. ღმერთმა უშველოს საქართველოს.
29 ნოემბერი 2017 00:46
#5   alala
      
პატრიარქი ცოცხალია, მოქმედია და დამდგარხართ და ჭორაობთ, ვინ როდის გახდება ახალი პატრიარქი. მერე ზიხართ დანარჩენები და განიხილავთ, ზოგი თავს უქნევთ, ზოგი მჭერმეტყველებთ. აი სასაცილოა პირდაპირ :)))
28 ნოემბერი 2017 12:56
#4   მარინე ჭინჭარაული
      
არ კი ვიმსახურებთ,მაგრამ უფალი რომ გვეხმარება და უწმინდესის თავს გვჩუქნის,ეს კი ნათელია!...მადლობა,ამისათვის,უფალს!....დიდება მას და შენდობა ჩვენ-უღირსებს!...<3....წელთა სიმრავლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!...ჩვენს მამას და საქართველოს პატრონს!.....რაც მოხდება,მჯერა,რომ უკეთესობისათვის იქნება!...და თუ ჩვენი დახმარება დასჭირდება ეკლესიის ერთგულ მესვეურებს,დაიძახონ: ერთიანად გამოვალთ ჩვენი რწმენის,ეკლესიის ერთიანობის დასაცავად!....მავანმა ჯერ კიდევ არ იცის,რა ძალა ეძლევა ქართველს,თუნდაც მანამდე ვითომ ყურს რომ არ იბარტყუნებს!....გამოგვცადონ და ნახავენ, რას ნიშნავს ქართველისაგან თავდადება!......მეუფე შიოს ჯანმრთელობა,მოთმინება და გაძლიერება!....
28 ნოემბერი 2017 12:04
#3   vakho
      
მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) განსაკვეთია.
28 ნოემბერი 2017 07:17
#2  გიორგი
      
პატრიარქმა მიიღი ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება და ეს გამოჩნდა რამდენიმე მეუფის კომენტარებითაც, ერთ-ერთმა, ფოთისა და ხობის მეუფემ, გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) კი ფაქტობრივად გაბოროტებულმა თქვა, რომ შესაძლოა ეს, მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიოს დასახელება, პატრიარქის გადაწყვეტილება არც კი ყოფილიყოო... ნათლად იკვეთება, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში, ისედაც გახლეჩისა და დისკრედიტაციის უდიდესი მცდელობების ფონზე ახალი, უფრო დიდი განხეთქილების შეტანის გეგმები მზადდება და ამას პირველ რიგში ისევ პატრიარქი არ დაუშვებს - ამ თავისი ბრძნული გადაწყვეტილებით და შემდგომი ბრძნული ნაბიჯებით. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი უწმინდესი და ჩვენი ქვეყანა. ამინ!!!
28 ნოემბერი 2017 05:47
#1   ლევანი-ადვოკატი 574 05 10 43
      
მე პატივს ვცემ პატრიარქის გადაწყვეტილებას და შორსმჭვრეტელობას
28 ნოემბერი 2017 04:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი