პრეზიდენტი ტრამპი ოთხშაბათს გეგმავს შეერთებული შტატების ათწლეულების პოლიტიკის გადატრიალებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალური აღიარებით და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან ამ ქალაქში გადატანით, განაცხადეს მთავარმა თანაშემწეებმა - გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა კატასტროფული მარცხი გამოიწვიოს თეთრი სახლის სამშვიდობო ძალისხმევების კუთხით და წარმოშვას რეგიონული მღელვარება, წერს The Washington Post -ი.
გამოცემის თანახმად, მისი ადმინისტრაციის შიგნით თვეების განმავლობაში განხილვების და ახლო აღმოსავლეთის მთავრობებთან კონსულტაციების შემდეგ, დონალდ ტრამპი განცხადებას შუადღისას გააკეთებს. მაგრამ ამგვარი ცვლილების კომპლექსურობიდან გამომდინარე, თეთრი სახლის თანაშემწეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ტრამპი ხელს მოაწერს მომდევნო 6-თვიან დოკუმენტს, რომელიც საელჩოს ახლანდელი ადგილმდებარეობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, რადგან დიპლომატიური წარმომადგენლობის თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის პროცესს სულ მცირე 3-4 წელი დასჭირდება.
ტრამპის მოსალოდნელ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მან დონალდ ტრამპს უთხრა, რომ „შეშფოთებულია“ იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესაძლოა ერთპიროვნულად აღიაროს იერუსალიმი როგორც ისრაელის დედაქალაქი.
ნებისმიერი გადაწყვეტილება იერუსალიმის სტატუსზე უნდა იქნას მიღებული „ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებების ჩარჩოებში“, განაცხადა მაკრონმა, როგორც ამას BBC იუწყება.
უფრო ადრე მსგავსი გამაფრთხილებელი განცხადებები გააკეთა რამდენიმე არაბულმა და მუსულმანურმა სახელმწიფომ. სამშაბათს კი მათ რიგებს თურქეთიც შეუერთდა.
ორივე, ისრაელი და პალესტინა ამტკიცებს, რომ იერუსალიმი მათი დედაქალაქია.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჰოგან გიდლიმ ხაზგასმით თქვა, რომ „პრეზიდენტი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ამ საკითხზე“ და გადაწყვეტილების გამოცხადება მხოლოდ დროის ამბავია.
ყველა პრეზიდენტი, მათ შორის ტრამპი ყოველ ექვს თვეში ხელს აწერს შეერთებული შტატების ისრაელის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადადების დოკუმენტს მას შემდეგ, რაც 1995 წელს კონგრესმა მიიღო აქტი საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე.
იერუსალიმის სტატუსი ისრაელის პალესტინელებთან კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი საკითხია. პალესტინელებს მხარდაჭერას მთელი არაბული და ისლამური სამყარო უცხადებს.
ქალაქში, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი რელიგიური მიმდინარეობების - იუდაიზმის, ისლამის და ქრისტიანობის უწმინდესი ადგილებია.
ისრაელმა ტერიტორიის ოკუპაცია 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს მოახდინა და მთელ ქალაქს მის განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს.
პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ და 1993 წლის ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, მისი საბოლოო სტატუსი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე უნდა იქნეს განხილული.
ისრაელის სუვერენიტეტი იერუსალიმზე, არასდროს ყოფილა აღიარებული საერთაშორისო დონეზე, და ყველა ქვეყანა, მათ შორის ისრაელის ყველაზე ახლო სტრატეგიული მოკავშირე, შეერთებული შტატები, თავიანთ საელჩოებს თელ-ავივში ინარჩუნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.