ერდოღანი პირობას დებს, რომ არ მიატოვებს იერუსალიმს იმ სახელმწიფოს ხელში, რომელიც „კლავს ბავშვებს“, ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ თურქეთის ლიდერი „თავს დაესხა ისრაელს“
10-12-2017, 22:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების თაობაზე ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების მორიგი გაუარესების მიზეზი გახდა.

 


პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არ გამორიცხა, რომ იერუსალიმის საკითხის გამო, შესაძლოა, ანკარამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს.

 


როგორც BBC იუწყება, სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტმა ხალხმრავალ მიტინგზე თქვა, რომ იგი არ მიატოვებს იერუსალიმს იმ სახელმწიფოს ხელში, რომელიც „კლავს ბავშვებს“.

 


ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თურქეთის ლიდერი „თავს დაესხა ისრაელს“.

 


„მე არ ვაპირებ მივიღო ლექციები მორალურობის შესახებ იმ ლიდერისაგან, რომელიც ბომბავს ქურთულ სოფლებს მის მშობლიურ თურქეთში, რომელიც ასამართლებს ჟურნალისტებს, ეხმარება ირანს გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს და იმ ლიდერისაგან, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს, მათ შორის ღაზაში, და კლავს უცოდველ ადამიანებს“, დაამატა მან.

 


ერდოღანმა იერუსალიმი აღწერა, როგორც „წითელი ხაზის“ საკითხი მუსულმანებისთვის და გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თურქეთმა ამ საკითხის გამო, შესაძლოა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს.

 


თურქეთმა და ისრაელმა სულ ცოტა ხნის წინ, გასულ წელს აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები, ექვსი წლის შემდეგ, რაც თურქეთმა გაწყვიტა ის მას მერე, რაც გემზე, რომელიც ცდილობდა ღაზადან საზღვაო ბლოკადის გარღვევას, ისრაელის დესანტსა და იქ მყოფთა შორის შეხლა-შემოხლისას 9 პრო-პალესტინური თურქი აქტივისტი დაიღუპა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი