ტრამპი ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც გაეროს იმ რეზოლუციას დაუჭერენ მხარს, რომელიც იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებს
20-12-2017, 23:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც გაეროს იმ რეზოლუციას დაუჭერენ მხარს, რომელიც იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებს.

 


„ისინი ასეულობით მილიონ დოლარს, უფრ მეტიც, მილიარდობით დოლარსაც კი იღებენ, და შემდეგ ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ ხმას“, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში.

 


„დაე მათ ხმა მისცენ ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ ბევრ თანხას დავზოგავთ. ჩვენ არ გვადარდებს ეს“.

 


მან ეს კომენტარები გაეროს გენერალური ასამბლეის იმ რეზოლუციის კენჭისყრამდე გააკეთა, რომელიც ეწინააღმდეგება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას.

 

 

არაბული სახელმწიფოების მაღალი რანგის ოფიციალური პირები ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ახლო აღმოსავლეთის „ძალადობასა და ქაოსში“ ჩაძირვის რისკების შემცველად მიიჩნევენ.

 


არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების აზრით, აშშ-ის მიერ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე ნეიტრალიტეტის დასრულება ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იქნება დასაყრდნობი შუამავალი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში.

 

 

ისრაელი იერუსალიმს ყოველთვის მის დედაქალაქად მიიჩნევდა, მაშინ როცა პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს, რომლის ოკუპაციაც ისრაელმა 1967 წლის ომის დროს მოახდინა, თავიანთი მომავალი პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ.

 

 

ტრამპისთვის ამგვარი გადაწყვეტილება, მისი საარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირების შესრულებაა და როგორც მან თქვა, ეს არის „არც მეტი, არც ნაკლები, რეალობის აღიარება“, მაგრამ მისი ეს ნაბიჯი სასტიკი კრიტიკის საგანი გახდა.

 


არაბული ლიგის რეზოლუცია ქაიროში, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ 10 დეკემბერს გამოქვეყნდა (ადგილობრივი დროით 03:00). მას მხარდაჭერა აშშ-ის რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, საუდის არაბეთმა და იორდანიამ გამოუცხადა.

 

რეზოლუციაში წერია:

 

შეერთებულმა შტატებმა თავისი გადაწყვეტილებით „გამოთიშა თავისი თავი, როგორც სპონსორმა და შუამავალმა“ ისრაელ-პალესტინის ნებისმიერი შესაძლო სამშვიდობო პროცესიდან;

 

ტრამპის ნაბიჯი „აღრმავებს დაძაბულობას, აქეზებს რისხვას და საფრთხეს უქმნის რეგიონს ჩაეფლოს უფრო მეტ ძალადობასა და ქაოსში“;

 

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან მოისმინა „ტრამპის ისტორიული განცხადების მგმობელი გამოსვლები“, მაგრამ „არ მოუსმენია რაიმე დაგმობა იმ რაკეტების ისრაელის წინააღმდეგ გაშვების გამო, რაც საშინელი წაქეზება გახდა ჩვენ წინააღმდეგ“.

 

ისრაელის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ პალესტინელებმა, იმისათვის, რომ მშვიდობისკენ ნაბიჯი გადაიდგას, თვალი უნდა გაუსწორონ რეალობას იმასთან დაკავშირებით, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია.

 

 

ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია 3 000 წლის განმავლობაში და ის „არასოდეს ყოფილა ნებისმიერი სხვა ხალხის დედაქალაქი“.

 

 

მის ამ განცხადებას წინ უძღოდა არაბული და მუსულმანური სამყაროს პროტესტი შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო.

  

 

BBC-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ძალისხმევები, უარყონ „ებრაელი ხალხის ათასწლეულების კავშირი იერუსალიმთან, არის აბსურდი“.

 

 

„თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს ძალიან მშვენიერ წიგნში - მას ბიბლია ჰქვია“, თქვა მან. „თქვენ ეს შეგიძლია წაიკითხოთ ბიბლიის შემდეგაც. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ის ჩვენი ებრაული თემების ისტორიაში დიასპორების მეშვეობით... სად არის სხვაგან ისრაელის დედაქალაქი, თუ არა იერუსალიმში?

 

 

„რაც უფრო მალე გაითავისებენ პალესტინელები ამ რეალობას, მით უფრო მალე გადავდგამთ ნაბიჯს მშვიდობის მიმართულებით“.

 

 

ნეთანიაჰუს მიერ განცხადებების გაკეთებამდე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ჩრდილოეთ ნაწილში შეერთებული შტატების საელჩოს სიახლოვეს, ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების გამო შეკრებილ პროტესტანტებსა და ლიბანის უსაფრთხოების ძალებს შორის 10 დეკემბერს შეხლა-შემოხლა მოხდა, რომლის დროსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა დემონსტრანტების დაშლის მიზნით ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

 

 

პროტესტანტებმა, ბეირუთის ჩრდილოეთ ნაწილში, ავკარის რაიონში მდებარე აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, შენობის მიმართულებით ქვები ისროლეს და ქუჩაში ცეცხლი დაანთეს.

 

 

 

 

(ზოგიერთი პროტესტანტი აშშ-ის საელჩოში შეჭრას შეეცადა)

 

 

ტრამპის გადაწყვეტილების მიმართ პროტესტი სხვა ქვეყნებშიც გამოხატეს. ათასობით ადამიანი შეიკრიბა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში აშშ-ის საელჩოსთან. დემონსტრანტების ნაწილი ბანერებს აფრიალებდა, რომელზეც ეწერა: „პალესტინა ჩვენ გულებშია“.

 

 

ცეცხლმოკიდებული საგანი იქნა ნასროლი სინაგოგისკენ შვედეთის ქალაქ გოტენბურგში, რაც პოლიციის ცნობით, ცეცხლის წაკიდების წარუმატებელი მცდელობა იყო. ებრაული საზოგადოების ლიდერმა, ალან სტუტზინსკიმ განაცხადა, რომ ბოლო მოვლენები „უფრო დიდი საფრთხეების“ შემცველია.

 

 

თურქეთის ქალაქ სტამბოლში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხალხმრავალ მიტინგზე თქვა, რომ იგი არ მიატოვებს იერუსალიმს იმ სახელმწიფოს ხელში, რომელიც „კლავს ბავშვებს“.

 

 

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თურქეთის ლიდერი „თავს დაესხა ისრაელს“.

 

 

„მე არ ვაპირებ მივიღო ლექციები მორალურობის შესახებ იმ ლიდერისაგან, რომელიც ბომბავს ქურთულ სოფლებს მის მშობლიურ თურქეთში, რომელიც ასამართლებს ჟურნალისტებს, ეხმარება ირანს გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს და იმ ლიდერისაგან, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს, მათ შორის ღაზაში, და კლავს უცოდველ ადამიანებს“, დაამატა მან.

 

 

ერდოღანმა იერუსალიმი აღწერა, როგორც „წითელი ხაზის“ საკითხი მუსულმანებისთვის და გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თურქეთმა ამ საკითხის გამო, შესაძლოა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს.

 

 

თურქეთმა და ისრაელმა სულ ცოტა ხნის წინ, გასულ წელს აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები, ექვსი წლის შემდეგ, რაც თურქეთმა გაწყვიტა ის მას მერე, რაც გემზე, რომელიც ცდილობდა ღაზადან საზღვაო ბლოკადის გარღვევას, ისრაელის დესანტსა და იქ მყოფთა შორის შეხლა-შემოხლისას 9 პრო-პალესტინური თურქი აქტივისტი დაიღუპა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი