„ბადრი გიორგიძე გვიწყობს 37 წელს - დაიჭირეთ, გადაასახლეთ, დახვრიტეთ“ - კომპანია „ელფი“ თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურის უფროსს ზეწოლაში ადანაშაულებს
26-12-2017, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანია „ელფი“, რომელიც 2006 წლიდან ეწევა კვებითი მომსახურეობის ბიზნესს და რომელიც სკოლამდელი აღსაზრდელების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფდა, დედაქალაქის მერიის მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ბადრი გიორგიძეს კომპანიის საქმიანობისთვის ხელისშეშლაში სდებს ბრალს.

 

 

როგორც დღეს კომპანიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ელფის" დირექტორმა, თინათინ პაპუაშვილმა განაცხადა, 2017 წლის 9 ივნისს ბაღების სააგენტოს მიერ გამოცხადდა 47-მილიონიანი ელექტრონული ტენდერი სკოლამდელ აღსაზრდელების კვებით მომსახურებაზე, რომელშიც სატენდერო კომისიის მიერ კომპანია „ელფი" გამოცხადდა გამარჯვებულად, თუმცა, პაპუაშვილის თქმითვე, „მოულოდნელად, მერიის 4 თანამშრომლის: ბადრი გიორგიძის, ნანა ხატისკაცის, გაიოზ თალაკვაძისა და დავით მორალიშვილის ხელმოწერილი, გაურკვეველი წარმოშობის ,,ფარატინა ფურცელის“ საფუძველზე, რომელსაც არ გააჩნია ნომერი, არ არის შესრულებული მერიის ბლანკზე, არ არის რეგისტრირებული კანცელარიაში და რაც მთავარია არსად არაა მითითებული მიზეზები და გარემოებები, ტენდერი შეწყვეტილი იქნა".

 

 

როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, 17 აგვისტოს, ბაღების სააგენტომ თავიდან გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, სკოლამდელ აღსაზრდელების კვებით მომსახურებაზე, რომელშიც გამარჯვებულად კვლავ „ელფი" გამოვლინდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტენდერში მონაწილე კომპანიამ „ემ გრუპ“-მა (რომლის დამფუძნებლები არიან ძმები გეგენავები) წარადგინეს ყალბი დოკუმენტაცია, მიიღეს არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო დისკვალიფიკაცია.

 

 

„ამ დღიდან კვლავ განახლდა ჩვენი კომპანიის დევნა-შევიწროება. ბადრი გიორგიძის მიერ დავალებული იყო სურსათის ეროვნულ სააგენტოზე, რომ ხელახლა შემოწმებულიყო საბავშვო ბაღები, ვერ მიიღეს რა უარყოფითი შედეგი, ამოღებულ იქნა ბაგა-ბაღებიდან საკვების ნიმუშები და გაგზავნილ იქნა ექსპერტიზაზე. კვალვაც ვერ მიიღეს რა უარყოფითი შედეგი, შემდეგ ხორციელდება შემდეგი მოქმედება - მოითხოვეს, რომ ბაგა-ბაღებიდან გადმოეგზავნათ ბადრი გიორგიძისთვის ტელეფონით გადაღებული ეტიკეტები. ეს მოხდა 15 დეკემბერს, შემდეგ მან ეს ეტიკეტები გადაუგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ეს ყველაფერი დოკუმენტურად ჩანს და სთხოვა მათი შეფასება. სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ეს დასკვნა არ ეხება პროდუქტის ლაბორატორიულ ექსპერტიზას, ეს დასკვნა არის მხოლოდ ეტიკეტების შეფასება. პროდუქტზე აღმოაჩინეს ეტიკეტობრივი ფორმის დარღვევა. ამის შედეგად მერიის აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გვიწყობს 37 წელს - „დაიჭირეთ, გადაასახლეთ და დახვრიტეთ - თანაც არაფერი ჰკითხოთ", განაცხადა თინათინ პაპუაშვილმა, რომლის თქმითაც, აღნიშნულის შემდეგ, 171 ბაგა-ბაღში გადაიგზავნა წერილი მოთხოვნით, რომ კომპანია „ელფის" მომსახურება არის უხარისხო და მოითხოვეს, რომ არ მოეწერათ კომპანიისთვის ხელი დეკემბრის შესრულების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციაზე, არ გადაერიცხათ კომპანიისთვის თანხები და გაეჩერებინათ კომპანიის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, მომხდარიყო დაჯარიმება.

 

 

(შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი GUARDIAN.GE-ს ფოტო)

  

 

„21 დეკემბერს, 42-მილიონიანი ტენდერის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მერიის მოთხოვნის სასფუძველზე, ჩვენთან დილიდანვე შემოვარდა პროკურატურა მოთხოვნით, ელექტრონული ინფორმაციის ამოღებაზე და დოკუმენტების ამოღებაზე. უნდა მომხდარიყო დოკუმენტების წაღება, რომელთა შორის აგრეთვე აუცილებლად იქნებოდა ის დოკუმენტები, რომლებიც ჩვენს მიერ ტენდერზე უნდა ყოფილიყო ატვირთული... ჩვენ მაინც მოვახერხეთ ამ ტენდერში მონაწილეობა, ანუ ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. ამის პარალელურად, ბადრი გიორგიძის მიერ ყველა ბაღში გაგზავნილ იქნა წერილი, რომ ჩვენ ვართ არაკეთილსინდისიერი მომწოდებლები და რომ ჩვენს მიმართ არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა", განაცხადა თინათინ პაპუაშვილმა.

 

 

„ელფის" დირექტორი ვითარების გარკვევის თხოვნით, თბილისის მერს მიმართავს. თინათინ პაპუაშვილი ბაღა-ბაგების მართვის სააგენტოს სთხოვს ასევე, რომ არ დაემორჩილონ ზეწოლას.

 

 

„ნუ გააკეთებთ უკანონო ქმედებას, ნუ დაემორჩილებით არაკანონიერ და არასწორ მოთხოვნებს. ჩიხში შეგვიყვანენ", ამბობს პაპუაშვილი.

 

 

კომპანიის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ბაღების დირექტორებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

 

 

„გუშინ ჩვენ მივმართეთ პრემიერ მინისტრს, პროკურატურს, სუს-ს, სახალხო დამცველს, ბიზნესომბუდსმენს, არასამთავრობო ორგანიზაციებს - გამოვლინდა ფაქტი ბიზნესზე ზეწოლისა და გვინდა, რომ ზემოთხსენებულმა პირებმა მოახდინონ სათანადო რეაგირება და დაიწყონ გამოძიება. გიორგიძე არის “აისბერგის თავი”, მის უკან დგანან გარკვეული არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკები და ბიზნესკონკურენტები. ფაქტი ის არის, რომ გიორგიძე ამას მარტო ვერ გააკეთებდა თუ ვინმესგან ზურგი არ ექნებოდა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებების გამო არ დაისჯებოდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გიორგიძე და მსგავსი კორუმპირებული პირები განსასჯელის სკამზე ისხდნენ.... გუშინ მაგალითად, ბაღების სააგენტოში ჰყავდათ ბაღების დირექტორები მიყვანილი და ხდებოდა ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ რამე მოიფიქრეთ და რაიმე გააკეთეთ და მოძებნეთ ამ კომპანიის წინააღმდეგ. წარმოუდგენელი ზეწოლა ხდება. ის ავადსახსანებელი წლები დაბრუნდა ამ კონკრეტულ საქმიანობასთან დაკავშირებით....

 

 

არასასურველი კონკურენტის თავიდან მოცილების მიზნით: მერიამ უკვე მოგებული ტენდერი ერთხელ უკანონოდ, ყოველგვარი მიზეზების გარეშე ჩაშალა. სადაც ფიგურირებდა მერიის აუდიტორული სამსახურის და იმავდროულად სატენდერო კომისიის წევრი ბადრი გიორგიძე; გიორგიძე დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, უკანონოდ მოიპოვებს ელფის პროდუქტებს, ცდილობს მოიძიოს რაიმე კომპრომატი და დაადანაშაულოს კომპანია უხარისხო პროდუქციის გამოყენებაში. ყოველივე ამით ცუდი იმიჯი შეუქმნას კომპანიას, მაგრამ უშედეგოდ. ბატონ კალაძეს კი აწვდის ცრუ ინფორმაციას, რომ კვებაში გამოყენებულია უხარისხო კარაქი და ყველი. რეალურად კი საუბარია პროდუქციის მწარმოებლის მიერ გამოყენებულ ეტიკეტზე და არა პროდუქციაზე. ბატონი კალაძის მოთხოვნის შემთხვევაში გიორგიძე ვერ წარუდგენს მსგავს დოკუმენტაციას რადგან ასეთი დოკუმენტი არ არის გაცემული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ; 8 ნოემბრს გიორგიძე გასცემს აუდიტორულ დასკვნას ბაგა-ბაღების სააგენტოზე, ტენდერისა და ფასების წარმოქმნის სისწორეზე. დასკვნის შედეგს აგზავნის პროკურატურაში, იმავდროულად ბატონ კალაძეს აწვდის კომპანიის საზიანო არასწორ ინფორმაციას და ცდილობს კომპანიის კომპრომეტირებას; 

 

 

პროკურატურა თავის მხრივ ყოველგვარი წინასწარი კვლევის გარეშე, უსაფუძვლოდ და კანონის მოთხოვნათა იგნორირებით იწყებს გამოძიებას. ასეთი გამიზნული მოსამზადებელი „სამუშაო“ ჩატარდა იმ მიზნით, რომ 21 დეკემბერს, ტენდერის ჩატარების დღეს კომპანიაზე ჯერ დარტყმა განხორციელებულიყო პროკურატურის მეშვეობით, შემდეგ ბაღების მეშვეობით 3 მილიონი ლარის დაბლოკვის გზით. გიორგიძის ბაგა-ბაღებისადმი გაგზავნილი წერილის საფუძველზე, ხდება კომპანიის კუთვნილი ფინანსების ხელოვნური, არაკანონიერი გზებით დაბლოკვა, რითაც კომპანია მიმდინარე ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში დგება ფინანსური კრიზისის წინაშე;  შესრულების შემდგომ, კომპანია იძულებული გახდება მიმართოს სამართლებრივ მექანიზმებს და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე გაატაროს ფინანსური სანქციები ბაგა-ბაღების მიმართ; 

 

 

თუ ესეც არ გამოუვა გიორგიძეს და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, ჩვენი ინფორმაციით, ისინი აპირებენ მიმდინარე ტენდერის ჩაშლას. ბოლოს, მერიის მიერ საჯაროდ კეთდება არასწორი განცხადება, რომ ვითომდა ელფის’’ საქმე პროდუქტის ხარისხიანობასთან დაკავშირებით გადაცემულია პროკურატურისათვის, რაც არასწორია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რათა ელფის მიმართ შეიქმნას არაჯანსაღი გარემო. შედეგად კი, ელფი’’, როგორც არასასურველი კონკურენტი ჩამოშორდეს ტენდერს. სინამდვილეში პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია ბაღების სააგენტოს მიერ ვითომდა ფასების მანიპულირებაზე და ჩვენ ვერ და არ გვეხება ეს საქმე.

 

 

გიორგიძის ქმედებები სცილდება კანონის ყველანაირ მოთხოვნებს, უფრო მეტიც, მის ქმედებაში აშკარად იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კერძოდ, „სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ფაქტი, ვინაიდან გიორგიძეს არანაირი უფლება არ ჰქონდა გაეცა ზემოთ ხსენებული ტიპის მითითება-დავალება", განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი