საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. სააკაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ სასამრთლოს გადაწყვეტილება უკანონოა და განაჩენი საერთაშორისო ნორმებთან წინააღმდეგობაში მოდის.
„ქართული სასამართლოს განაჩენი, რომელიც გაზპრომის უმსხვილესი აქციონერის, ივანიშვილის სრული კონტროლის ქვეშ არის, ჩემთან მიმართებით სრულიად უკანონოა და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ეროვნულ ნორმასა და ჯანსაღ აზრს. პრეზიდენტის გასამართლება იმის გამო, რომ მან შეწყალების უფლება გამოიყენა, ამ პროცესის პოლიტიზებულობაზე მიანიშნებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ ვერანაირი კომპრომატი ვერ მოიპოვა, ვერც კორუფციისა და ვერც სხვა სახის სამართალდარღვევის. ეს განაჩენი ისევე, როგორც კიევში მიმდინარე პარალელური პროცესი, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქები სინქრონულად და კოორდინირებულად მოქმედებენ ჩემს წინააღმდეგ, როგორც კორუფციასთან, ოლიგარქატთან და ხალხის ძარცვასთან ბრძოლის ლიდერთან.", წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.