ადვოკატი: გიორგი ჭანტურიაზე, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, ფსიქოლოგიურ ზეწოლას შს მინისტრის პირველი მოადგილე ახდენდა
22-01-2018, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დროებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, შს სამინისტროს მაღალჩინოსანი - მინისტრის პირველი მოადგილე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.

 


„ნამდვილად იყო მაღალჩინოსანი კახა, რომელიც მინისტრის მოადგილე აღმოჩნდა და მან გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა. ამ ფაქტს ჩვენ ვადასტურებთ, რა თქმა უნდა, ეს გამოსაძიებელი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამით გამოძიება დაინტერესდება და მოახდენს შესაბამის, ადეკვატურ რეაგირებას", განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პოლიციამ 16 იანვარს ე.წ. სტამბოლის ბაზრის ყოფილი მეწილის შვილი გიორგი ჭანტურია დააკავა. ბრალის წაყენების გარეშე გათავისუფლებული ჭანტურია 20 იანვარს საგამოძიებო უწყებაში ისევ დაიბარეს. გიორგი ჭანტურიამ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

 

 

სამსონ ქუთათელაძე მოკლული რუსთავში, შპს „ერთობის" ტერიტორიაზე 15 იანვარს ნახეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი