ლიტვის პრემიერ მინისტრი: ჩვენს ერებს სისხლში აქვთ სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და დემოკრატიისკენ და ეს კიდევ უფრო გვაერთიანებს
29-01-2018, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-ლიტვის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურება იყო მთავარი თემები საქართველოსა და ლიტვის დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ მინისტრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი არსებულ პოზიტიურ დინამიკას.

 

 

„ძვირფასო პრემიერ მინისტრო, წელს თქვენი სახით ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ სახელმწიფოს მეთაურს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თქვენი და თქვენი დელეგაციის სტუმრობა საქართველოში. თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრემიერ მინისტრი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერს. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. სასიხარულოა, რომ გასულ წელს დაფიქსირდა მზარდი დინამიკა ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაში“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

 

 

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა ლიტვის პრემიერმა.

 

 

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში სტუმრობა. ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის უბრალოდ ფორმალური ურთიერთობები. ეს არის ნამდვილი მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ეფუძნება საერთო ტრადიციებს. ლიტველებს და ქართველებს განსაკუთრებული გრძნობები აკავშირებთ ერთმანეთთან. ჩვენს ერებს სისხლში აქვთ სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და დემოკრატიისკენ და ეს კიდევ უფრო გვაერთიანებს. ჩვენ ასევე გვაერთიანებს ჩვენი საერთო მიდგომა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი და საერთო გამოწვევები. ჩვენი ერები მტკიცედ იცავენ კანონის უზენაესობის პრინციპებს. ლიტვა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციას. გარდა ამისა, ლიტვა ყოველთვის უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩემი მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან გულწრფელი და სანდო მეგობარი", განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი