ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანი და სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება
07-02-2018, 11:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანი და სამხრეთ კორეაში ჩავა და პარასკევს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის მინისტრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


კიმ იო ჩანი ქვეყნის გარდაცვლლი ლიდერის, კიმ ჩენ ირის უმცროსი ქალიშვილია და მისი როლი სახელმწიფოს მმართველობით სისტემაში გასულ წელს გაძლიერდა მას შემდეგ, რაც იგი პოლიტბიუროს წევრი გახდა.

 


ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ორივე კორეა ერთი დროშის ქვეშ მოაწყობს მარშირებას.

 


ფხენიანის მხრიდან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ორმხრივი ურთიერთობების დათბობად განიხილავენ, თუმცა ექსპერტების განცხადებით, არ არის მოსალოდნელი რომ ამას რაიმე გავლენა ჰქონდეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციების შეჩერებაზე.

 

 

მანამდე, 5 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ფხენიანი წლების განმავლობაში თავის უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირს, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს ცერემონიალურ მეთაურს, კიმ ჩენ ნამს სამხრეთ კორეაში გააგზავნიდა, რათა ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას დაძაბულობები შეემსუბუქებინა. 

 

 

ჩრდილოეთ კორეის თამაშებში მონაწილეობა ფართოდ არის მიჩნეული, როგორც დიპლომატიური მანევრი ფხენიანის მხრიდან.

 

 

 

 

კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის პარლამენტის ხელმძღვანელია და 4 წლის განმავლობაში ჩრდილოეთის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი იქნება, რომელიც სამხრეთში ჩავა, მაგრამ უცნობია, დაესწრება თუ არა ოლიმპიადის ოფიციალური გახსნის ცერემონიას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად.

 


ჩრდილოეთ კორეა ამჟამად მზარდი საერთაშორისო ზეწოლისა და სანქციების წინაშე დგას, რაც მისი ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების განვითარებას უკავშირდება.

 

 

 

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს ცერემონიალური მეთაურის, კიმ ჩენ ნამის ვიზიტი, რომელიც 22 წევრისაგან შემდგარ დელეგაციას უხელმძღვანელებს, სამხრეთ კორეაში პარასკევს დაიწყება, როგორც ამას BBC სამხრეთ კორეის უნიფიკაციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი