გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი საკრებულოს დაკავებული წევრის, გივი ძმანაშვილის მასთან ნათესაურ კავშირს უარყოფს
09-02-2018, 14:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი გარდაბნის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკიფ ისმაილოვის განცხადებას, რომ საკრებულოს დაკავებულ წევრს, გივი ძმანაშვილს მასთან ნათესაური კავშირი აქვს, სიცრუეს უწოდებს.

 


როგორც რამაზ ბუდაღაშვილმა GUARDIAN.GE-ს განუცხადა, ისმაილოვის აღნიშნული განცხადება, დაკავებულის საქმიანობის მის სახელთან დაკავშირების მიზანმიმართული მცდელობაა.

 


„გივი ძმანაშვილს არანაირი ნათესაური კავშირი ჩემთან არ გააჩნია. რომ იყოს ნათესაური კავშირი, ამაში დასამალი რა არის. იყო გაჟღერებული ასევე, რომ „თელეთის“ მაჟორიტარი დეპუტატია, გივი ძმანაშვილი „თელეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო წინა მოწვევის საკრებულოში. იგი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით არის გასული და უკავია ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა.

 


„რაც შეეხება ზოგადად ფაქტს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, საქმე ეხება ძმანაშვილის წინა წლების საქმიანობას, თუმცა, კონკრეტულად რა საქმიანობას, ეს ჩემთვის უცნობია. ვნახოთ, მეც ველოდები გამოძიების დასრულებას და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ", განაცხადა გარდაბნის მერმა GUARDIAN.GE-სთან საუბრისას.

 

 

GUARDIAN.GE კომენტარის ჩასაწერად აკიფ ისმაილოვსაც დაუკავშირდა, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

 


სამართალდამცავებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გივი ძმანაშვილი ხუთშაბათს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას საგამოძიებო უწყება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

 


საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი