ისტორიული შეხვედრა სეულში - სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გავლენიანი და საპრეზიდენტო სასახლეში თბილ ატმოსფეროში მიიღო
10-02-2018, 11:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა სეულში საპრეზიდენტო სასახლეში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანი და, პოლიტბიუროს წევრი, კიმ იო ჩენი და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ცერემონიული მეთაური, პარლამენტის ხელმძღვანელი კიმ ჩენ ნამი თავაზიან და მომღიმარ ატმოსფეროში მიიღო.

 

 

როგორც The Japan Times-ი სეულის ოფიციოზზე დაყრდნობით იტყობინება, კიმ ჩენ ანმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი ფხენიანში სამიტზე მიიწვია.

 

 

ხელით ნაწერ მიწვევაში, რომელიც მუნს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის უმცროსმა დამ, კიმ იო ჩენმა გადასცა, ნათქვამია, რომ კიმ ჩენ ინს აქვს სურვილი შეხვდეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს „ყველაზე ადრე შესაძლებელ დღეს“, განაცხადა საპრეზიდენტო „ცისფერი სახლის“ წარმომადგენელმა.

 


როგორც BBC იუწყება, 1950-იანი წლების კორეული ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფხენიანიდან სეულში ასეთი მაღალი რანგის დელეგაცია ჩავიდა.

 


შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც შეერთებულმა შტატებმა ფხენიანის დელეგაციასთან შეხვედრების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და თავად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ზამთრის ოლიმპიადის ოფიციალურად გახსნის ცერემონიის შემდეგ გამართულ ვახშამზე დარჩენა იმ მოტივით არ ისურვა, რომ ის ჩრდილოეთ კორეელებთან ერთად უნდა მისჯდომოდა მაგიდას.

 


მან და კიმ ჩენ ნამმა პარასკევს, მოულოდნელი შეხვედრისას, თავი აარიდეს ერთმანეთისთვის სახეში შეხედვას და მდუმარედ გაეცალნენ ერთმანეთს.

 

 

მუნმა ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი დონის ოფიციოზთან, კიმ ჩენ ნამთან ერთად „კიმჩი“(კომბოსტოს შემადგენლობით გაკეთებული ცხარე კორეული საჭმელი) მიირთვა, ბრინჯის ლიქიორი „სოჯუ“ დალია და დელეგაციის წევრებთან 3 საათის განმავლობაში ისაუბრა. 

 

 

 

(ფოტოზე: კიმ ჩენ ინის და კიმ იო ჩენი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ახლოს იჯდა). 

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი