ისრაელის მიერ სირიაზე ფართომასშტაბიანი დარტყმების შემდეგ, ნეთანიაჰუმ გააფრთხილა ირანი, რომ მისი ქვეყანა წინააღმდეგობას გაუწევს თეირანის ნებისმიერ მცდელობას, სამხედრო ძალებით დაფუძნდეს სირიაში
11-02-2018, 10:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდეგ რაც ისრაელმა ათწლეულების განმავლობაში თავისი ყველაზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა სირიის სამიზნეებზე, პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ნებისმიერი თავდასხმისაგან“ დაიცავს თავს.

 


„ეს ჩვენი უფლება და მოვალეობაა და განვაგრძობთ ამას იმ მასშტაბებით, რა მასშტაბებითაც იქნება საჭირო“, განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 


შაბათს, ირანული დრონის ხელში ჩაგდებისა და სირიული ძალების მიერ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ისრაელმა სირიაში ირანულ სამიზნეებზე ფართომასშტაბიანი დარტყმები წამოიწყო.

 


ნეთანიაჰუმ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ისრაელის პოლიტიკა, დაიცვას თავისი თავი, „ჩვენი სუვერენიტეტისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერი მცდელობის“ წინააღმდეგ, „აბსოლუტურად ნათელია“.

 


„ირანმა უტიფრად დაარღვია ისრაელის სუვერენიტეტი“, განაცხადა მან და დაამატა: „მათ გამოაგზავნეს ირანული დრონი სირიის ტერიტორიიდან ისრაელში... ისრაელი პასუხისმგებლობას ირანს და მის მასპინძელ სირიას აკისრებს“.

 


ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი წინააღმდეგობას გაუწევს ირანის ნებისმიერ მცდელობას, სამხედრო ძალებით დაფუძნდეს სირიაში, მაგრამ ამავე დროს, სამხედრო ძალების მეთაურებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ „ისრაელი მშვიდობას დაეძებს“.

 


ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა.

 


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას თავისი თავი. ამერიკის საგარეო უწყებამ ირანს კონფრონტაციაში დასდო ბრალი.

 


ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა „სახიფათო ესკალაციის“ თავიდან აცილების საჭიროებას. პუტინი მხარს წლების განმავლობაში სირიის მთავრობას უჭერს.

 


გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა მხარეებს იმ ქმედებების დაუყოვნებელი დეესკალაციისაკენ მოუწოდა, რომელიც მისი თქმით, „სახიფათოდ ცუდი მდგომარეობის“ საფრთხეს ქმნის სირიის საზღვრის გასწვრივ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი