უჩა ძოძუაშვილი: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაა დაინტერესებული
16-02-2018, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში, გადაცემა „საქმის კურსში" ქართულ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შესახებ ისაუბრა.

 

 

როგორც უჩა ძოძუაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე ქვეყნიდან დიდი დაინტერესებაა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემასთან დაკავშირებითაც, ამ მიმართულებით რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. სისტემა დიდ დაინტერესებას იწვევს განსაკუთრებით სეტყვასაშიში პროცესებით რისკიან ქვეყნებში და უკვე იგეგმება სამუშაო ჯგუფის გამგზავრება სამ სხვადასხვა ქვეყანაში ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით.

 

 

კახეთში დამონტაჟებულმა სისტემამ 2015, 2016 და 2017 წლების სეზონზე არსებული შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. გასული წლების არსებული სტატისტიკის გაანალიზება გვაჩვენებს, რომ „დელტას“ ავტომატიზირებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად სეტყვისგან მოსალოდნელი ზარალი რამდენჯერმე მცირდება.

 

 

„დელტას მიერ შემუშავებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს 96-97 პროცენტიან ეფექტურობას, დარჩენილი 3-4 პროცენტი ყველაზე უფრო მტკივნეულად ამახსოვრდება საქართველოს მოსახლეობას, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით განეიტრალებული სეტყვასაშიში პროცესები და თავიდან აცილებული მნიშვნელოვანი ზარალი, რამაც გამოიწვია იმ ქვეყნების დაინტერესება, რომლებიც იყენებენ ძველ სისტემებს, რომელთა რეაგირების დრო საშუალოდ 7-15 წუთია, მაშინ როდესაც ჩვენს სისტემას გადაწყვეტილების მიღებიდან პირველი გასროლის განხორციელებამდე საშუალოდ 15-20 წამი ჰყოფნის“, აღნიშნა უჩა ძოძუაშვილმა.

 

 

ინფორმაციას „დელტა“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი