დუშეთის სახელოვნებო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
16-02-2018, 17:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის სახელოვნებო სკოლაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ახალგაზრდა შემოქმედთა მონაწილეობით, ლიტერატურული საღამო გაიმართა.

 

 

„საღამოზე მსმენელს საკუთარი ლექსები და ჩანახატები გააცნეს დუშეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და სახელოვნებო სკოლის ჟურნალისტიკის წრის წევრებმა: ანა ჩანადირმა, თათია ჩხუტიაშვილმა, გიორგი მირზიაშვილმა, ნათია კარიაულმა, სალომე გრიგოლაშვილმა, დავით ღარიბაშვილმა.

 


ახალგაზრდებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ქეთევან წიკლაურმა, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა ნადია ბიძინაშვილმა, ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის წრის ხელმძღვანელებმა მიხეილ ჭონქაძემ და თინა თანიაშვილმა, პედაგოგმა ლიანა ბრაჭულმა, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სალომე ჩანადირმა.

 


საღამოს დასასრულს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები", ნათქვამია დუშეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი