ამერიკული გამოცემის ,,ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ქართველი ქორეოგრაფი ირინა ციქურიშვილი შექსპირის „მეთორმეტე ღამეში“ იცეკვებს. წარმოდგენა ვაშინგტონში, სინეთიკის თეატრში შედგება, რომელიც ირინამ თავის მეუღლესთან, რეჟისორ პაატა ციქურიშვილთან ერთად, 2001 წელს დაარსა.
„პიესის ვიზუალური თხრობისას, პაატა ციქურიშვილი მუნჯი კინოს კანონების, ჩარლი ჩაპლინის ესთეტიკისა და გამომსახველობითი ხერხების გავლენას განიცდის“ - წერს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ პიესის მოქმედება 1920-იანი წლების ამერიკაში ხდება. შესაბამისად, ვიოლას როლის შემსრულებელს, ირინა ციქურიშვილს “ლინდი ჰოპის“ ურთულესი ილეთების შესწავლაც მოუწევს.
გამოცემის ინფორმაციითვე, იმ დასისთვის ეს რთული არ იქნება, რომლის კონცეფციაც სხვადასხვა თეატრალური ჟანრისა თუ ქორეოგრაფიული მიმდინარეობის სინთეზს ემყარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.