ბრიტანული სადაზვერვო სამსახურები დარწმუნებული არიან, რომ ნერვის აგენტი, რომელმაც რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლა, ყოფილი აგენტის ქალიშვილის ჩემოდანში იყო მოთავსებული, სანამ იგი მოსკოვს დატოვებდა.
მაღალი რანგის წყაროებმა ბრიტანულ გაზეთ „ტელეგრაფს“ განუცხადეს, რომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ ნერვის აგენტი „ნოვიჩოკი“ იულია სკრიპალის, ორმაგი აგენტის 33 წლის ქალიშვილის ჩემოდანში იყო დამალული.

სადაზვერვო სამსახურები მუშაობენ თეორიაზე, რომ ტოქსინმა გაჟღინთა ჩემოდანში მოთავსებული ტანსაცმელი ან კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც ჩემოდნიდან სოლსბურიში იულია სკრიპალის მამის საცხოვრებელ სახლში ამოალაგეს. მისი ქალიშვილი კი განზრახ გახდა სამიზნე, რადგანაც იგი მოსკოვიდან სწორედ მამამისთან მიემგზავრებოდა.
რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის გასამართლებული სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს ქალაქ სოლსბურიში თავიანთ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ბრიტანეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ისინი მოწამლული არიან ნერვის აგენტით - ქიმიური ნივთიერებით - რომელიც რუსეთში არის წარმოებული. ГРУ-ს ყოფილმა ოფიცერმა ბრიტანეთში ლტოლვილის სტატუსი 2010 წელს მიიღო, როცა რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მზვერავების გაცვლას ჰქონდა ადგილი.
საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებულმა შტატების და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ხუთშაბათს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში რუსეთის ყოფილ საიდუმლო აგენტსა და მის ქალიშვილზე ნერვის აგენტით (ქიმიური ნივთიერება) თავდასხმას ეხება და რომელშიც დაგმობილია „ნერვის აგენტის პირველი თავდასხმითი გამოყენება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“ და ოთხი მძლავრი დასავლელი მოკავშირე აღნიშნულს დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე იერიშს უწოდებს.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი სახელმწიფო „საზიზღრობად თვლის თავდასხმას“.
„ეს არის თავდასხმა დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე და ნებისმიერი [ქიმიური ნივთიერების] მსგავსი გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან არის ქიმიური იარაღის კონვენციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის ნათელი დარღვევა. ეს საფრთხეს უქმნის ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას“, აღნიშნულია განცხადებაში.
ოთხმა სახელმწიფომ დაჟინებით მოუწოდა რუსეთს „პასუხი გასცეს თავდასხმასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას“ და წარმოადგინოს ყველა დეტალი გამოყენებული ნერვის აგენტის შესახებ.
4 მძლავრი მოკავშირის მიერ ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებამდე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მოსკოვის მიერ ლონდონის საპასუხოდ ბრიტანელი დიპლომატების რუსეთიდან გაძევების შესახებ კომენტარის გაკეთებისას რუსეთს ურჩია „უკან დაიხიოს და ხმა გაიკმინდოს“.
„აბსოლუტურად მხეცური და აღმაშფოთებელი ქმდებაა ის, რაც რუსეთმა ჩაიდინა სოლსბურიში, და ჩვენ ვუპასუხეთ ამას: პატიოსნად რომ ვთქვათ, რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს და ხმა გაიკმინდოს“, განაცხადა გევინ უილიამსონმა ქალაქ ბრისტოლში სიტყვის წარმოთქმისას, რომლის გამოსვლასაც ადგილობრივი ტელეარხები გადასცემდნენ.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელი დიპლომატების გაძევება დაანონსა.
უილიამსონმა რუსეთს „საერთაშორისო წესების დარღვევაში“ დასდო ბრალი, მთელი რიგი იმ ქმედებებით, რომლის მიზანიცაა მსოფლიოს გარშემო ქვეყნების განადგურება, მათ შორის ისეთი თავდასხმებით, როგორსაც ადგილი სოლსბურიში ჰქონდა.
მან თქვა, რომ ამგვარი ქმედებებისთვის კრემლი სოციალურ მედიას იყენებს, რომ მოახდინოს წყლის ამღვრევა.
როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, უილიამსონმა, მას შემდეგ რაც თავდაცვის მდივნის პოსტზე დაინიშნა, თავისი გამოსვლა იმისთვის გამოიყენა, რომ რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხის პირობებში, ხაზი გაესვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ხარჯების გაზრდის საჭიროებისათვის. მისი თქმით, რუსეთი, იმ დროს როცა მისი ეკონომიკა ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მაინც ახდენს მისი სამხედრო ხარჯებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, ავითარებს რა შორს მიმავალ საჰაერო რაკეტებს, T-90 ტანკებს, წყალქვეშა ნავებს, შორს მიმავალ ბალისტიკურ რაკეტებს, ახალ სტრატეგიულ ბომბებს და ახალ ბირთვულ სისტემებს.
„ის რაც ასევე ნათელია, არის ის, რომ კრემლი არღვევს საერთაშორისო წესებს, იყენებს რა მის მზარდ ჰიბრიდულ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ გაანადგუროს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნებს მსოფლიოს გარშემო და გავლენა მოახდინოს მათზე“, განაცხადა უილიამსონმა.
მოსკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის მიერ ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ეს „უეჭველად“, თან „მალე“ მოხდება.
ყოფილი საიდუმლო აგენტის, სკრიპალისა და მისი ქალიშვილის რუსული წარმოების ქიმიური ნივთიერებით მოწამვლისა და ოთხშაბათს, პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის მიერ 23 რუსი დიპლომატის დიდი ბრიტანეთიდან გაძევების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „ერთსულოვნად უდგას გვერდში“ თავის „უახლოეს მოკავშირეს“, დიდ ბრიტანეთს და მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებას ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეს-მდივანმა ბრალი დასდო რუსეთს მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში.
როგორც BBC-ის ჩრდილოეთ ამერიკის რედაქტორმა ჯონ სოპელმა განაცხადა, თეთრი სახლის განცხადება შესამჩნევია იმით, რომ ის უპირობო მხარდაჭერას სთავაზობს ტერეზა მეის და ის ასევე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პრეზიდენტი ტრამპი მზადაა ისაუბროს რუსეთზე - იყენებს რა ენას, როგორიც მანამდე თეთრი სახლისაგან არ ყოფილა გამოყენებული.
განცხადებაში ტრამპის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს სურს გააჩნდეს გარანტია, რომ „ასეთი სახის საზიზღარი თავდასხმა არ მოხდეს კვლავ“.
მან რუსი დიპლომატების დიდი ბრიტანეთიდან გაძევება აღწერა, როგორც „მხოლოდ პასუხი“.
„რუსეთის მხრიდან ეს ბოლო ქმედება ქცევათა იმ ნორმას განეკუთვნება, რომლითაც რუსეთი არაფრად აგდებს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, ძირს უთხრის მსოფლიოს ქვეყნების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, და დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დანგრევას და დისკრედიტირებას ცდილობს“, განაცხადა სანდერსმა.
დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი განაცხადა აეხსნა თუ როგორ იქნა გამოყენებული რუსული წარმოების ქიმიური ნივთიერება ყოფილ ჯაშუშზე სოლსბურიში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ ოთხშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, დიპლომატები, რომლებსაც ბრიტანეთის დასატოვებლად ერთი კვირა აქვთ მიცემული, იდენტიფიცირებული არიან, როგორც „არადეკლარირებული სადაზვერვო ოფიცრები“.
როგორც BBC იუწყება, მან ასევე გააუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევა და განაცხადა, რომ სამეფო ოჯახი არ დაესწრება რუსეთში 2018 წლის „ფიფას“ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს.
რუსეთი უარყოფს რომ ჩართული იყო სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში.

ყოფილი საიდუმლო აგენტი, 66 წლის სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი, იულია სკრიპალი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩებიან მას შემდეგ რაც 4 მარტს რუსული წარმოების ქიმიური ნივთირებით მოწამლული იპოვეს.
დეტექტივი ნიკ ბეილი ინციდენტზე პასუხის გაცემისას ასევე ავად გახდა და სერიოზულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება და სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
მოსკოვმა უარი განაცხადა ეთანამშრომლა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და მეის მიერ მიცემული ბოლო ვადა, შუაღამე ისე გავიდა, რომ რუსეთმა დაუნინგ სტრიტთან თანამშრომლობა არ ისურვა, რამაც მეის მკაცრი გადაწყვეტილების მიღება აიძულა და იმ ზომებს შორის რაც პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა არის:
ტერეზა მეიმ პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ რუსეთს არ წარმოუდგენია „ახსნა-განმარტებები“ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდა ნერვის აგენტი (ქიმიური ნივთიერება) დიდ ბრიტანეთში, სადაც მისი გამოყენება მოხდა და მოსკოვის პასუხი აღწერა, როგორც „სარკაზმი, აბუჩად აგდება და გამოწვევა“.
მეის განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის დიპლომატების ყველაზე დიდი რაოდენობით ერთდროულად გაძევება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.