აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი და სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონის შემცვლელი მაიკ პომპეო ფხენიანში საიდუმლოდ იმყოფებოდა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა, იტყობინება შეერთებული შტატების მედია.
როგორც ანონიმურმა ოფიციალურმა პირებმა the Washington Post-ს და Reuters-ს უთხრეს, შეხვედრისას, რომელსაც ადგილი სააღდგომოდ ჰქონდა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის პირისპირ შეხვედრისა და მოლაპარაკებების მომზადების საკითხები განიხილეს.
უფრო ადრე, ტრამპმა, იაპონიის პრემიერ მინისტრის, შინძო აბეს ფლორიდაში მასპინძლობისას, აღიარა, რომ შეერთებულმა შტატებმა ფხენიანთან პირდაპირი მოლაპარაკებები მაღალ დონეზე გამართა.
„ჩვენ გვქონდა პირდაპირი მოლაპარაკებები უაღრესად მაღალ დონეზე“, განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ კიმ ჩენ ინთან შესახვედრად 5 სხვადასხვა ადგილი განიხილება.
მან ასევე განაცხადა, რომ იგი მიესალმება სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებების დაწყებას, რომლის დროსაც სამშვიდობო ხელშეკრულების დადება განიხილება, რითაც ოფიციალურად დასრულდება 1950-53 წლების კორეული ომი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.