მარინე მიზანდარი: ძალიან საინტერესო ინფორმაციას ვამზადებთ და მინისტრი ამას მთავრობის წევრებს მიაწვდის
17-01-2014, 06:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინე მიზანდარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს ტერიტორიაზე სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის შესვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.


"ადგილზე სამუშაოები შეჩერდა, თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა ჩვენი მონიტორინგის ჯგუფის მიერ ძეგლის მონახულება, რაც ძალიან მძიმე პრობლემას გვიქმნის, რადგან არ ვიცით დღევანდელი ვითარება როგორია. ვერ მოვახერხეთ ამ არქეოლოგიური ობიექტის ფოტოფიქსაცია. ეს სრულიად უკანონო ქმედებაა, რადგან ეს კომპანია ლიცენზიის მფლობელია, ტერიტორიის მესაკუთრე კი სახელმწიფოა და არავის აქვს უფლება აუკრძალოს ადგილის მონახულება ინსპექტირების ოფიციალურ ჯგუფს. იმედია, რომ ეს გამოსწორდება", - განაცხადა მიზანდარმა და აღნიშნა, რომ მონიტორინგის განხორციელების მისაღწევად კულტურის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც მიმართა.


მარინე მიზანდარი იმედოვნებს, რომ მონიტორინგის ჯგუფი არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში შევა.


"ალბათ, კიდევ სხვა გზებსაც გამოვიყენებთ, რათა ჩვენი მონიტორინგის ჯგუფის მიერ არქეოლოგიური ობიექტის სრულად დათვალიერება მოხდეს, მანამდე საწარმოს არქეოლოგიური ობიექტის ბოლომდე შესწავლამდე სამუშაოების განახლების საშუალება არ ექნება. მთავარია მოხდეს ტექნიკური შეფასება იმ შესაძლებლობებისა, რომელიც მისცემდა საწარმოს თავისი სამუშაოების გაგრძელების საშუალებას, ოღონდ ისე, რომ ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის დამანგრეველი და დესტრუქციული არ იყოს. ამის შესახებ სამინისტრო ძალიან საინტერესო ინფორმაციას ვამზადებთ და მინისტრი ამას მთავრობის წევრებს მიაწვდის. საუბარია ევროპის წევრების გამოცდილების გაზიარებაზე", - აღნიშნა კულტურის მინისტრის მოადგილემ. რაც შეეხება საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს ტერიტორიის სტატუსს, მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოეხსნა და ახლა არქეოლოგიურ ძეგლად იწოდება. მარინე მიზანდარმა აღნიშნული სტატუსის მოხსნის მიზეზები განმარტა.


"საქმე ფაქიზ და რთულ ვითარებასთან გვაქვს, რადგან ერთის მხრივ, ამ ბოლო წლებში განხორციელებული გათხრების შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტი გამოვლიდნა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა და რომელიც დღემდე, საერთაშორისო სამეცნიერო წრის მიერ აღიარებული ოქროს მაღაროა მსოფლიოში, მეორეს მხრივ ამ ტერიტორიაზე სამუშაოებს ახორციელებს საწარმო "RMG-გოლდი", რომლის მიზანი ტერიტორიის სრულად ათვისება და ოქროს მოპოვებაა. ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკება გვქონდა საწარმოს წარმომადგენლებთან. მათი მხრიდან მოთხოვნა იყო, რომ შესწავლილიყო გარკვული საკითხები. მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ თავის დროზე ამ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი პროცედურული დარღვევით მიენიჭა, რაც ფაქტობრივად დადასტურდა, რადგან სტატუსის მინიჭების პროცესში აუცილებელი დოკუმენტები სამინისტროში არ აღმოჩნდა და ამდენად, ძეგლის სტატუსი ბათილად იქნა ცნობილი, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი. პროცედურული დარღვევა იყო, რაც გვაიძულებდა, ბათილად გვეცნო იმ ჩანაწერით მიღებული სტატუსი. 2006 წელს ეს მინაწერი სტატუსის მინიჭების შესახებ საბჭოთა კავშირის დროს არსებული ძეგლების ნუსხაზე გაჩნდა. სხვა საბუთები სამინისტროში არ მოიძებნა იმ პროცედურის გასამართლებლად, ამიტომ ეს მინაწერი ბათილად იქნა ცნობილი", - განმარტა მარინე მიზანდარმა.


ამასთან, მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური სარგებელის მოტანის საქმეში კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
"ეს თუ არ გავაცნობიერეთ, ჩვენი ნაბიჯები ვერ იქნება სწორი სამომავლოდ. დღეს კულტურულმა მემკვიდრეობამ ძალიან ბევრ ქვეყანაში, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ინდუსტრია ჩაანაცვლა", - განაცხადა მიზანდარმა.


საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს ტერიტორიაზე 7 იანვარს კომპანია "RMG-გოლდის" ტექნიკა შევიდა. მეცნიერთა, საზოგადოების წარმომადგენელთა და სტუდენტთა ნაწილმა ეს ფაქტი გააპროტესტა. მათ ძეგლზე "ვანდალიზმის შეწყვეტა" და ძეგლის სტატუსის აღდგენა მოითხოვეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "RMG-გოლდის" გაფრთხილება მისცა, რის შემდეგაც კომპანიამ ადგილზე სამუშაოები შეაჩერა.

 

 

 

 

 

 http://reportiori.ge/?menuid=3&id=12761  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი