პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
19-04-2018, 16:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის, უახლოეს დღეებში, საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯგუფი ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე იმუშავებს, რომელიც უწყებებს შორის კომუნიკაციისა და შეწყალების პროცესს გააუმჯობესებს. ასევე, შეწყალების კომისია გაფართოვდება და მის მუშაობაში სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩაერთვება.

 


აღნიშნული შედეგებით დასრულდა დღეს გიორგი მარგველაშვილის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილისა და შეწყალების კომისიის შეხვედრა.

 


შეხვედრისას განიხილეს ის საკითხები, რომელიც აღნიშნულ პროცესს გააუმჯობესებს, რათა შემდგომში შესაძლო ხარვეზების თავიდან აცილება მოხდეს.

 


როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, მთავარი სულისკვეთება, რომ მნიშვნელოვანია პროცესის გაუმჯობესება- საერთოა. ფაქტია, რომ იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ გაურბის.

 


„იქნება მთელი რიგი მექნიზმები გაწერილი. ამავდროულად, მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ხედვა პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მისაღებია მინისტრის ინიციატივა კომისიის შემადგენლობაში იყოს ჩართული სასჯელაღსრულების და პრობაციისა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი. ვფიქრობთ, ეს სამუშაო პროცესი საბოლოო ჯამში მთლიანად უზრუნველყოფს ყველა ტიპის ხარვეზის აღმოფხვრას", აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი